მახასიათებლები
- სათაური: პატარა ლუის ეფშტაინი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ქლარენს დაროუ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1743
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ეს მოთხრობა პატარა ლუის ეფშტაინის შესახებაა. მიხვდებოდით ალბათ, ლუისი ებრაელია. არსებობენ სხვადასხვა ყაიდის ებრაელები. არიან ებრაელები, რომლებიც გრანდ ბულვარზე ცხოვრობენ და ებრაელები, რომელთა ბინადრობის ადგილი მაქსველ სთრითია. უმეტესწილად, გრანდ ბულვარის ებრაელები ფლობენ ტანსაცმლის საბითუმო მაღაზიებს, ხოლო მაქსველ სთრითის ებარელები, ასევე უმეტესწილად, ამ მაღაზიებში მუშაობენ. ლუის ეფშტაინი მაქსველ სთრითზე ცხოვრობდა. ამ ამბის დასაწყისში მას მხოლოდ ერთი ხელი აქვს. როგორ დაკარგა მეორე, ეს ჩვენი ამბისათვის საინტერესო არ არის. თუ არ ვცდები, ლუდით დატვირთულმა ოთხთვალამ გადაუარა, როდესაც ჯერ ისევ მცირეწლოვანი იყო. ძიძამ - არა, უფროსი და იყო, ეს-ესაა ხუთი წელი შესრულებოდა, წამით დატოვა ქუჩაზე და ოთხთვალამაც სწორედ ამ დროს ჩაიარა. ასე თუ ისე, ლუისს დიდი ხანია ეს ამბავი დავიწყებული ჰქონდა, თუკი საერთოდ ოდესმე იცოდა რაიმე მის შესახებ.
ცხრა წლის რომ შესრულდა, ლუისი ებრაულ საქველმოქმედო სკოლაში წავიდა, რომელსაც მდიდარი ებრაელები პატრონობდნენ, ვისაც სურდა რაიმე გაეკეთებინა ღარიბებისთვის. მოსწავლეთა დედები, მამები, დები და ძმები მუშაობდნენ ადამიანებზე, ვინც სკოლას ინახავდა. სკოლის მფარველები არასოდეს სვამდნენ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესარგებლათ მათ თანამშრომლებს საქველმოქმედო სკოლით. ადამიანები ვერ გახდებიან მდიდრები ამ ტიპის ბრიყვული კითხვების დასმით.
ლუისი ერთადერთი ბავშვი არ იყო ოჯახში. დედამისს მის გარდა კიდევ ხუთი ჰყავდა და ყველა ერთად ორ დიდ ოთახში ცხოვრობდა საცხობის უკანა მხარეს. მთელი წელი არ იძვროდნენ ადგილიდან. იჯარა ხუთი დოლარი იყო თვეში. სანამ პატარა იყო, ლუისს საკმარისად ჰყავდა მეგობრები, რადგან მაქსველ სთრითზე მრავლად არის სახლები, მაღაზიები და ბინები, და იქაც კი არ იყო საკმარისი სივრცე ბავშვებისთვის. ზოგი მათგანი სარდაფში ცხოვრობდა. გრანდ ბულვარზე უზარმაზარი სახლებია დიდი ეზოებით, რის გამოც ხალხს ჰგონია, რომ ის კარგი ადგილია ბავშვებისთვის, მაგრამ მაქსველ სთრითი გაცილებით უკეთესი ადგილია. აქ ან სიღარიბეა მრავალრიცხოვანი...
ქლარენს დაროუ
ქლარენს სიუარდ დაროუ (18.04.1857-13.03.1938) - ამერიკელი ადვოკატი, ლიბერტარიანელი, ქრისტიანობისა და ბიბლიის კრიტიკოსი, ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის წამყვანი წევრი.