მახასიათებლები
- სათაური: პატრიარქის შემოდგომა
- ISBN კოდი:
- ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 184
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4645
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
პატრიარქის შემოდგომა;
განმარტებები;
გადაფურცვლა
გაბრიელ გარსია მარკესი - პატრიარქის შემოდგომა
Gabriel Garcia Marquez - El otoño del patriarca
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ელზა ახვლედიანს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
პატრიარქის შემოდგომა
განმარტებები
პატრიარქის შემოდგომა
ერთი კვირის თავზე სვავები პრეზიდენტის სასახლის აივნებს შეესივნენ, ფანჯრებზე აკრული ცხაურები ნაკუწებად აქციეს, ჩახუთულ ოთახებში შეჩერებული დრო-ჟამი ფრთების ფართქუნით შეარხიეს და უკვე ორშაბათ დილას, გამთენიისას, ქალაქი საუკუნოვანი ლეთარგიული ძილიდან გამოიყვანა დიდი მიცვალებულისა და ჩამპალი დიდებულების მხრიდან სუსტად მქროლავმა ბრიზმა. ჩვენც მხოლოდ მერეღა გავბედეთ იქ შესვლა. კედლებდაფხავებული ციხესიმაგრის ბრძოლით აღება არ დაგვჭირვებია, როგორც გვირჩევდნენ მეტისმეტად გულადნი, არც დიდი ჭიშკარი შეგვინგრევია ძელებით, როგორც გვთავაზობდნენ ახლობლები, ხელის მიკარებაზევე გაიღო ის ჯავშნიანი შიდა კარიც, ოდესღაც, ამ ციხესიმაგრის ზეობის წლებში, უილიამ დეიმპერის[1] ყუმბარებსაც რომ უძლებდა. ასე გვეგონა, სხვა სივრცეში, სხვა ეპოქაში შევაბიჯეთო. სანაგვედ ქცეულ უზარმაზარ სახელისუფლო ბუნაგში სიჩუმეც კი ძველი იყო და დაბინდულ შუქზე საგნებიც მოჩვენებებს ჰგავდნენ. პირველ პატიოში[2], სადაც მოძალებულ ნარშავას ქვაფენილი თითქმის ამოეყარა, დაფეთებულ ჯარისკაცებს ყველაფერი თავდაყირა მიეტოვებინათ, თოფ-იარაღიც უპატრონოდ მიეყარათ კარადებში. გრძელ ფიცრულ...
გაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ გარსია მარკესი (06.03.1927-17.04.2014) - კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, ცნობილი ლათინურ ამერიკაში, როგორც „გაბო“ ან „გაბიტო“. მიჩნეულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად და საუკეთესოდ ესპანურენოვან მწერლებს შორის. 1972 წელს მიენიჭა ნოიშტადტის საერთაშორისო პრემია, ხოლო 1982 წელს - ნობელის პრემია.