მახასიათებლები
- სათაური: პეპლები ორფევსის კოლექციიდან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰანს არნფრიდ ასტელი
- გამომცემელი: თამარ კოტრიკაძე
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 48
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 28
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
ჰანს არნფრიდ ასტელის შესახებ
ჰანს არნფრიდ ასტელი (1933-2018) მიუნხენში დაბადებული გერმანელი პოეტია. ცხოვრობდა ზაარლანდის მიწაზე. თავიდან არნფრიდ ასტელი ერქვა, ხოლო სახელი “ჰანსი” 1985 წელს მას მერე აიღო, რაც მისმა ვაჟიშვილმა ჰანსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წარსულში ასტელი ჰანს რამუსის ფსევდონიმით აქვეყნებდა ლექსებს.
ასტელის მამა კარლ ასტელი (1898-1945) ნაციონალ-სოციალისტი მეცნიერი, “რასების მკვლევარი” და წმინდა რასის თეორეტიკოსი, იენის უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ. ასტელმა ბავშვობა ვაიმარში გაატარა, სასკოლო განათლება ვინდბახის გიმნაზია-ინტერნატში მიიღო, შემდეგ სწავლობდა ბიოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტებზე ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. დიპლომის აღების შემდეგ ინტერნატში მუშაობდა მასწავლებლად.
1959 წელს დააფუძნა ჟურნალი „Lyrische Hefte – Zeitschrift für Gedichte“ (“ლირიკული რვეულები – ლექსების ჟურნალი”), რომელსაც 1971 წლამდე რედაქტორობდა. საკუთარ ლექსებს, მეტწილად, ბუნების სურათებს, ჟურნალის ფურცლებზე ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1967 წელს დაიწყო მუშაობა ზაარლნდის რადიოში ლიტერატურულ რედაქტორად.
1968 წლის სტუდენტური მოძრაობის გავლენით, ამავე წელს, გამოსცა პირველი წიგნი “სავალალო მდგომარეობა” (Notstand), რომელშიც პოლიტიკური ლექსები შევიდა. 1971 წელს რადიომაუწყებლის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ეპიგრამების გამოქვეყნების შემდეგ რადიოს ინტენდანტმა ფრანც მაიმ ასტელი სამსახურიდან უვადოდ გაათავისუფლა. მაგრამ პოეტმა ამის შედეგად აღძრული სასამართლო პროცესი მესამე ინსტანციაში მოიგო და 1973 წელს კვლავ დაბრუნდა რადიოში ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე. ეს პოსტი ეკავა 1998 წელს პენსიაში გასვლამდე. 1978 წლიდან მოყოლებული პარალელურად ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში გერმანისტიკასაც ასწავლიდა.
1988 წლის დეკემბრიდან 1989 წლის სექტემბრამდე გერმანელ მწერალთა გაერთიანების ფედერალურ კომისიაში ზაარლანდს წარმოადგენდა, 1989 წლის სექტემბერში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ეს პოსტი 1991 წლამდე ეკავა.
1970-იან წლებში...
ჰანს არნფრიდ ასტელი
ჰანს არნფრიდ ასტელი (1933-2018) მიუნხენში დაბადებული გერმანელი პოეტია. ცხოვრობდა ზაარლანდის მიწაზე. 1959 წელს დააფუძნა ჟურნალი Lyrische Hefte – Zeitschrift für Gedichte („ლირიკული რვეულები – ლექსების ჟურნალი“), რომელსაც 1971 წლამდე რედაქტორობდა. საკუთარ ლექსებს, მეტწილად, ბუნების სურათებს, ჟურნალის ფურცლებზე ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1967 წელს დაიწყო მუშაობა ზაარლანდის რადიოში ლიტერატურულ რედაქტორად. 1988 წლის დეკემბრიდან 1989 წლის სექტემბრამდე გერმანელ მწერალთა გაერთიანების ფედერალურ კომისიაში ზაარლანდს წარმოადგენდა, 1989 წლის სექტემბერში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ეს პოსტი 1991 წლამდე ეკავა. 1970-იან წლებში დიდ წარმატებას მიაღწია პოლიტიკური ეპიგრამებით, შემდგომ წლებში კი უფრო მეტად ლანდშაფტურ და სასიყვარულო ლექსებს წერდა.