მახასიათებლები
- სათაური: პიესები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ილია ჭავჭავაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2474
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
სარჩევი
მაჭანკალი
გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები
მაჭანკალი
კომედია ორ მოქმედებად
მოქმედნი:
თ. დავითი, თათქარიძე – 40 წლისა.
ელისაბედი, მისი ცოლი – 35 წლისა.
ლუარსაბი თათქარიძე, ძმა დავითისა – 20 წლისა.
მოსე გძელაძე, თავადიშვილი – 45 წლისა.
ხორეშანი, სუტ-კნეინად ცნობილი, მაჭანკალი – 40 წლისა.
პირველი მოსამსახურე.
მეორე მოსამსახურე.
მზარეული.
ივანე, მოსე გძელაძის მოსამსახურე.
ქორწილის ხალხი, მაყრიონი მეფისა და დედოფლისა.
მოქმედება პირველი.
სცენა წარმოადგენს ერთის აზნაურშვილის ეზოს. აზნაურშვილს ქორწილი აქვს. სცენის უკანა მხარეს ხალხი ირევა. მზარეულები და მოსამსახურეები გარბიან და გამორბიან სცენაზედ: ზოგს ქვაბი მიაქვს საჭმლითა, ზოგს პური ხონჩითა, ზოგს ტიკით ღვინო და ამისთანები. ერთი მზარეული სცენის უკანა მხარესა დგას და ქვაბიდამ წვენს ურიგებს მოწვეულ გლეხკაცობასა. ეზოში ორგან-სამგან ფანჩატურებია, ერთი მათგანი ავანსცენის მარცხენა მხარესა დგას.
გამოსვლა 1
მოსამსახურე. კაცო, აღარ მოხედავთ სუფრას, თქვე ოჯახ-დაქცეულებო! სუფრიდამ ხალხი აიშალა, მოდით, ავალაგოთ.
მეორე მოსამსახურე. ოჯახიც დაგექცეს და სახლ-კარიც დაგეღუპოს! ჩვენ კი გულ-ხელ-დაკრეფილები ვსხედვართ თუ? ვერ უყურებთ, მთელი დღეა ფეხი არ ჩაგვიკრეფია. წადი და თავში ქვა იეცი და შენ აალაგე.
პირველი მოსამსახურე. აი შავი ქვა და ნაცარი ცხელი თქვენ თავს, კაი კაცები თქვენა ხართ (გადიან).
მზარეული. (უსხამს წვენს გლეხკაცსა) სვავები ხართ, თქვე არ დასაცალებელნო, რა ღმერთი გაგიწყრათ! აქაო და მუქთიაო, ხომ ზედ არ შეასკდებით.
გლეხკაცი. შევასკდებით კი არა, მეტსაც ვიზამთ. მაშ ღმერთს მუცლები იმისათვის მოუცია, რომ ქორწილიდამ შინ ცარიელები მივიტანოთ. ეჰეი, გაგვიჯდა გვერდებში! მითამ შენ რაზედ გშურს? შენი რა იხარჯება?
მზარეული. ბიჭო...
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (08.11.1837-12.09.1907) - ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარე. მოკლულია წიწამურთან 1907 წლის 12 სექტემბერს.