მახასიათებლები
- სათაური: პიესები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვაჟა ფშაველა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2384
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
მოკვეთილი
სცენები (ფშავლების ცხოვრებიდამ)
სცენები (ხევსურეთში)
ტყის კომედია
სცენა მთაში
ნაკვესები
მოკვეთილი
(დრამა ხუთ მოქმედებად)
(ფშავლების ცხოვრებიდან)
მოქმედნი პირნი:
შ უ შ ა ნ ა – ცხვრის პატრონი.
ი ვ ა ნ ე – მწყემსი შუშანასი.
გ ი ო რ გ ი – გარეშე მწყემსი.
შ ა ლ ვ ა – ძმისწული შუშანასი.
ჩ ო ნ თ ა – გამოჩენილი მოლაშქრე.
მ ო ქ რ ი ს ი – დედა ჩონთასი.
მ ზ ე ვ ი ნ ა რ ი – ცოლი ჩონთასი.
გ უ ლ ქ ა ნ ი – ბიძაშვილი ჩონთასი.
ბ ა ხ ა.
ღ ვ თ ი ს ო – ბიძაშვილი ბახასი.
ჯ ა ვ ა რ ა – დედა ბახასი.
ს ა ზ ა ნ დ ა რ ი.
მ ო ლ ა-მ უ ს ა.
გ უ ლ ს უ ნ დ ა – ქალიშვილი მუსასი.
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ნ ი, დ რ ო შ ი ო ნ ნ ი, მ ლ ო ც ა ვ ნ ი, ლ ა შ ქ ა რ ი ფ შ ა ვ ლ ე ბ ი ს ა და
ქ ი ს ტ ე ბ ი ს ა, დ ა ს ტ უ რ ნ ი.
(მოქმედება სწარმოებს მთაში. ქოხში ყველის გუდები აწყვია, ქანდარაზე ცხვრის ტყავები ჰკიდია, ცეცხლზე ყურიანი ქვაბია ჩამოკიდებული, ხორცი იხარშება, კედელზე თოფ-იარაღი ჰკიდია).
მოქმედება პირველი
გამოსვლა პირველი
შ უ შ ა ნ ა და ი ვ ა ნ ე
შ უ შ ა ნ ა. (ივანეს). მემრე, მემრე, დაიწყე კი და აღარ გაათავე. გადახვედით ქისტეთში ლაშქარი, მემრე რა მოხდა?
ი ვ ა ნ ე. ეჰ, მამა გიცხონდა, შენც ბალღივით, რაც არ არი, იმას გაჰყვები, კაცს გულზე ცეცხლი მეკიდება, შენ ქისტეთში გალაშქრებისას მკითხავ. ძალიან ფინთად გაირყვნა ეგ მგელი, არ ვიცი, საით მაუარო მაგას. ოცდაათის წლისა ვიქნები, ხუთმეტი წელია ცხვარს დავსდევ და ჯერ ასეთი ზარალი არ მამრგებია. ერთს კვირაში ოცი სული, ღმერთია?
შ უ შ ა ნ ა. მაგას ნუ იტყვი, ეგ აღარა სთქვა, მადლობა უფალს, დაილოცოს იმის მადლი და სახელი. რა ვუყოთ, ხან ესრე იქნება, ხან ისრე, მაშ მგელმა რა ქნას ე, კაცო, თუ ან ჩვენ არა გაგვტაცა, ან სხვასა, ხომ დაირჩვა მშიერა. ჩემი ცხვარი იღუპება, შენი ხო არა, შენი ორიმც ერიოს იმ ოცში.
ი ვ ა ნ ე. მართალია,...
ვაჟა ფშაველა
ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს-ძე რაზიკაშვილი; 14.07.1861-27.07.1915) - ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ქართველები მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ.