მახასიათებლები
- სათაური: პიესები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ავქსენტი ცაგარელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2797
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
- ხანუმა
გადაფურცვლა
სარჩევი
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
პირველი მოქმედება
მეორე მოქმედება
მესამე მოქმედება
ხანუმა
პირველი მოქმედება
მეორე მოქმედება
მესამე მოქმედება
მეოთხე მოქმედება
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
კომედია 3 მოქმედებად
მოქმედნი პირნი
თავადი დავით ჯამბარაშვილი, მებატონე, ვოენში ნამყოფი;
კოხტაია - დავითის მსახური;
ნიკო ყურაშვილი - დავითის მოურავი;
საქუა - ტასიას საქმრო;
ორომსე - დეიდა დავითის;
არტემ ივანიჩი - ამისი ქმარი;
ზაქარია - დავითის მეგობარი;
გიჟუა;
ავეტიქა;
ფიჩხულა;
სოსანა;
კატინა - ქვრივი, დავითის ნაყმევი;
ტასია - ამისი ძმისწული;
ლიზა;
მაგდანა;
სოფლის გოგოები;
ილუა - კატინას ვაჟი;
პელუა;
სტუმრები და მეზურნეები;
პირველი მოქმედება
სცენა. დარბაზი: მარცხნივ (სცენიდან) იატაკზე გაშლილია ხალიჩები, დაფენილია ლეიბებით და ზედ მუთაქები აწყვია; მარჯვნივ სდგას უბრალო ხის სტოლი და რამდენიმე უბრალო სკამი. კატინა ფუსფუსებს სახლში.
პირველი სანახავი
კატინა (მარტო): რა უსამართლობაა, თქვენი ჭირიმეთ!.. რას ჩადის ე ჩვენი ბატონი!.. სად გაგონილა, მამას შვილი წაართონ!.. მგონი, დიდიხანია გამოცხადებულია, რომ ბატონყმობა გადავარდაო... მაშ ეს რაღა ამბები აქვს ჩვენს ბატონს! თავ-ბედისა არა გამეგება-რა... რა ვქნა, კიდევ დაგვიბრუნდა ის მწარე დრო!.. ორი დღე არ იქნება, ბატონს მოურავი გამოეგზავნა ჩემ ძმასთან და უთვლიდა, შენი ქალი გამომიგზავნე, მოახლეთ მინდაო!.. ჩვენ ყველას ელდა გვეცა: დღე-დღეზე ქორწილს ვაპირებთ და ის კი ითვლევინება, გინდათ თუ არა, გამომიგზავნეთო. წავიდა ჩემი ძმა, ბევრი ემუდარა, მაგრამ ბატონს კინაღამ ცემით მოეკლა და გამოეგდო! დილას შემოვარდა მოურავი, დაუჭირა ხელი ჩემს ძმისწულს და ძალით წაათრივა - ბატონმა მიბძანაო! სიტყვა გვაქვს მიცემული,...
ავქსენტი ცაგარელი
ავქსენტი ცაგარელი (09.02.1857-12.08.1902) - ქართველი დრამატურგი, მსახიობი, ქართული თეატრის აღორძინების ერთ-ერთი ფუძემდებელი და აქტიური მონაწილე, რომლის იუმორით აღსავსე შემოქმედება სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და სოციალური პროტესტის გამომხატველია. სამწუხაროდ, ავქსენტი ცაგარელი ჯერ ისევ ახალგაზრდა, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.