მახასიათებლები
- სათაური: პირველმამოძრავებლის იდეა პლატონის ფილოსოფიაში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: bakari
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1242
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
პირველმამოძრავებლის იდეა პლატონის ფილოსოფიაში;
გადაფურცვლა
პირველმამოძრავებლის იდეა პლატონის ფილოსოფიაში
თეიზმის სასარგებლოდ შემუშავებული არგუმენტებიდან, ყველაზე ძლიერად ითვლება სამი არგუმენტი: კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური და ონტოლოგიური . ამ სამ არგუმენტზე ყურადღების გამახვილება, უკავშირდება იმანუელ კანტს,(1724-1804) რომელმაც მიიჩნია, რომ მხოლოდ 3 გზა არსებობს, რომლითაც შეიძლება დასაბუთდეს, რომ ღმერთი არსებობს. კოსმოლოგიური და ტელეოლოგიური არგუმენტი არგუმენტი არის აპოსტერიორული, რადგან ისინი ეფუძნებიან ისეთ რამეს, რაც გამოცდილებაში მოიცემა. ხოლო, ონტოლოგიური დასაბუთება, რომელიც ცდილობს ღმერთის არსებობა, მხოლოდ ღმერთის კონცეპტიდან გამოიყვანოს, არის აპრიორული არგუმენტი, რადგან ეს დასაბუთება აღწერს იმ სახის ცოდნას, რაც ცდისგან დამოუკიდებლად არის ცნობილი. საინეტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ თავად სახელები ამ არგუმენტებს, სწორედ კანტმა მიანიჭა, თავის ცნობილ ნაშრომში „წმინდა გონების კრიტიკა“. კანტი მიიჩნევდა, რომ კოსმოლოგიური და ტელეოლოგიური არგუმენტი ონტოლოგიურზე დაიყვანება, რადგან ღმერთის არსებობა საბოლოოდ , თავად ღმერთის ცნებიდან გამოგვყავს[1]
არგუმენტების მცირეოდენი მიმოხილვის შემდეგ, საჭიროა გადავიდეთ ანტიკურ ფილოსოფიაში. ამ ეპოქაში გაბატონებული რელიგიური შეხედულება იყო პოლითეიზმი, ხოლო ფილოსოფოსთა ყურადღებიც ცენტრში იყო კოსმოლოგია[2]. სიტყვა კოსმოსი, რომელიც პირველად პითაგორამ გამოიყენა ნიშნავს მორთულობას. ამ სიტყვაში კარგად ჩანს, თუ როგორ უყურებდა სამყაროს ბერძენი. მისთვის კოსმოსი არის დაკვირვებისს ობიექტი, რომელსაც ის მხატვრის თვალით აკვირდება[3]. ბერძენისთვის კოსმოსში განისვენებს წესრიგი და არა ქაოსი. მიუხედადავ იმისა, რომ სამყაროს ცალეკეულ ნაწილში შეიძლება იყოს ქაოსი, ის მაინც კოსმოს აღიქვამს, როგორც მთლიანს და მოწესრიგებულს, როგორც საათს. სწორედ ამ კონტექსტში სააზროვნო ველზე გამოდის დიდი ფილოსოფოსი პლატონი (427-347), რომელიც ცდილობს გარკვეული ფილოსოფიური სისტემის ჩამოყალიბებას. მას მრავალი საკითხი აინტერესებდა, დაწყებული ეთიკით და დამთავრებული ანთროპოლოგიით....