პლოტინეს ფილოსოფიის ზოგადი მიმოხილვა;
პლოტინეს კოსმოლოგიური არგუმენტი;
პლოტინეს ფილოსოფიის ზოგადი მიმოხილვა
რთულია სიტყვა ფილოსოფიას ერთმნიშვნელოვანი განმარტება, მაგრამ ის თავდაპირველად ნიშნავდა სიბრძნის სიყვარულს. თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენა ძველმა ბერძნემა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პითაგორამ. ტერმინ სიბრძნეში, ბერძნები გულისხმობდნენ საგანთა სუბსტანციისა და აქციდენციის ცოდნას. ანუ, იმის ცოდნას, თუ რა არის საგანის მთავარი არსი და საბოლოოო დანიშნულება. ბერძნები ძალიან თავმდაბალ ხალხად წარმოგვიდგებიან იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ ქონდათ პრეტენზია, სიბრძნის სრული ფლობისა, არამედ მათ სურდათ შეემეცნებინათ რა არის ჭეშმარიტება და ნამდვილი სიბრძნე[1]. ანტიკურ ფილოსოფიაში (ძვ.წ. 600-ახ.წ.400) გაბატონებული რელიგიური შეხედულება იყო პოლითეიზმი, ანუ მრავალი ღმერთის რწმენა. ბერძნები ღმერთებს, ძალიან ანტროფომორფულად აღიქვამდნენ და მათ ადამიანურ თვისებებს მიაწერდნენ. პირველი ფილოსოფოსი, ვინც პოლითეიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა იყო ქსენოფანე კოლოფონელი ( ძვ.წ.570-680). მან დაასაბუთა თავისი არგუმენტებით, რომ მხოლოდ ერთადერთი ღმერთი შეიძლება არსებობდეს, რომელიც ისმენს და ხედავს ერთდროულად და არის მარადიული[2].
პირველი ფილოსოფოსების შესწავლის საგანი იყო კოსმოსი. ამაზე მიუთითებს მათი ნაშრომების სახელწოდება „ბუნებისათვის“. თუ, რა არის სამყაროს არხე, ანუ საწყისი? სწორედ ამ კითხვით დაიწყო ფილოსოფია ძველ საბერძნეთში და ამ კითხვაზე ყველა ფილოსოფოს განსხვავებული პასუხი ქონდა. სოფისტებმა, პროტაგორამ და გორგიამ ყურადღება კოსმოსიდან ადამიანზე გადაიტანეს. ამით დაიწყო ანთროფოლოგიური პერიოდი ანტიკურ ფილოსოფიაში. აპავე პერიდოს მოაზროვნეებს ეკუთვნის სოკრატე, რომელმაც მთელი მისი ყურადღება ადამიანს მიაპყრო. ამის შემდეგ პლატონმა (427-347) და არისტოტელემ (382-322) ონტოლოგიური პრობლემები დასვეს, ანუ ისინი იკვლედნენ თუ რა არის ზოგადად რეალობა და არა რაიმე კონკრეტული საგანი ან მოვლენა. ამის შემდეგ ფილოსოფოსტა ყურადღების ცენტრში ექცევა ეთიკა, ანუ იმ საკითხის კვლევა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ამ პერიოდში შემდეგი...