მახასიათებლები
- სათაური: პოემები ტომი 2
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვაჟა ფშაველა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2372
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
ახუნდი
ჰაოს და ქართლოს
ბრძენი ვირი
ნანგრევთა შორის
გველის მჭამელი
ძაღლიკა ხიმიკაური
მამიდის დანაბარები
უიღბლო იღბლიანი
სული ობლისა
ნახევარ-წიწილა
სიტყვა
მთათა ერთობა
ღილა და კვირისა
ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი
დედა-შვილები
საშობაო ამბავი
მანდილი
სვინიდისი
კაცი მართალი
ახუნდი
(ძველი ამბავი)
I
იყო ძველ დროში ახუნდი,
კაცი გათქმული ქველობით.
თვით მოლა იყო ეფენდი,
მეჩეთს მწირველი ხელობით,
და თავს იქებდა მუდამა
ქვრივთა და ობოლთ მცველობით.
თვის მრევლსაც მასვე ურჩევდა,
მეჩეთის ქანით ჰყვიროდა,
დავრდომილთ დახმარებაზე
რჩევასა არა ძვირობდა,
მის სიმართლეს და სიწმინდეს
მთელი ქვეყანა ჰკვირობდა.
დილით გამოვა ქუჩაზე
თავ-შებურვილი ჩალმითა,
ჩიტთა, ბუზთა და ჭინჭველთა
ეგებებოდა სალმითა.
ნელ-ნელა მოაბიჯებდა,
ძირს ჩაღუნულის თავითა.
თუ ვის ჩქარ-მავალს ჰნახავდა,
აივსებოდა ბრაზითა:
„ბრიყვნო, უღვთონო, ცოდვილნო! –
უკიჟინებდა გროვასა: –
თავ-აღებულნი რომ გარბით,
წინ დაიხედეთ ცოტასა;
აქ რომ ჭინჭველა მიცოცავს,
ფეხით რად სთელავთ იმასა?
ნეტავ სით დაემალებით
იმ სატანჯელსა ღვთისასა?!“
თითონ ფეხთ ეჟვნები ება,
იარებოდა დინჯადა,
რომ მწერთა ცოდვა და სისხლი
წმინდანს არ ეღო კისრადა.
II
მაგრამ რო შაბინდდებოდა,
მიიძინებდენ ყველანი,
უნდა გენახათ ახუნდი
და მისნი ქადაგებანი!
მოლის ტანსაცმელს იხდიდა,
ფარ-ხმალ-ზუჩშია ჯდებოდა,
სად დუქნებს სტეხდა, ხალხს სცრცვიდა,
სად სრა-სახლებში ძვრებოდა;
არც ქვრივ-ობოლთა ზოგავდა,
ვინ იცის, რასა შვრებოდა!..
ურიცხვი ჰქონდა ნადავლი,
მიტოლებული სარდაფსა…
დღე ისევ გამოდიოდა,
სცემდა სიწმინდის დაფ-დაფსა.
დაუნაშავართ იჭერდენ,
არჩობდენ, ჰჟლეტდენ ჯალათნი,
ვითომ...
ვაჟა ფშაველა
ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს-ძე რაზიკაშვილი; 14.07.1861-27.07.1915) - ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ქართველები მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ.