მახასიათებლები
- სათაური: პოემები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბესიკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2115
- რეიტინგი: 3.0
გადაფურცვლა
ასპინძისათვის
დავით სარდალზედ
ასპინძის მიწა გიწამებს - ურგებ არს ჩემგან თქმულები!
რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა დარაზმულები;
მუნით წყალს - ლეკნი რჩეულნი, დაღისტნის ბიჭად თნულები,
და ოსმალთ რაზმნი ურიცხვად, მათთანვე შენართულები.
იქითი პირი მტკვარისა და ველნი მეწამულობდეს:
ოსმალთა დელმა-ბინიში წითელ-ყვითლითა მკულობდეს;
აბჯართა ოქრო და ვერცხლი ხვანთქრის ხაზინას სძულობდეს;
კვლავ ლეკთა ყაწიმ-შაშხანა მცირედრე ხვარაზმულობდეს.
რუსნიცა წითელ-მწვანითა და ლურჯით შეხამდებოდენ,
თითბრის ჩანთანი ბრწყინვიდენ, ვარსკვლავთა ეგვანებოდენ;
ზარბაზნის გრგვინვა და თოფის ცის კიდეთ ეუბნებოდენ:
თვით მეფე, ქართველ და კახნი ომის ხალისით ხლდებოდენ.
ვაი, მას დღისა მომხსენმან ვითარ ვინ რით განვაქიქო?!
ცილი დასდვეს მეფეს რუსთა: ჩვენთვის კეთილს არა იქო!
ღრაფი ჯარით გამობრუნდა - მით სახელი ვერა იქო -
სხვა პასუხი არვის მისცა: სითაც მოველ, წავალ იქო!
რა ნახეს ლეკთა და ოსმალთ რუსისა გამგზავრებანი,
წელმაგრად შეხვდათ ნიშანი, აუხდათ დანატრებანი!
დაფ-ზურნა-საყვირს უხშირეს, შეიქნა საოცრებანი:
ვის ჰქონდის მკლავთა იმედი, სრულად დაჰკარგნეს მცნებანი.
უიჭოდ ჰგონეს ლეკ-ოსმანთ თქვენიცა გაბრუნებანი,
დას-დასად დროშა გაიყვეს, მცირეს ხანს ჰქონდათ ბჭობანი...
ანაზდი ელდა დაეცათ ქართლ-კახელთ, ექნათ გმობანი:
ვინ ვის უსწრობდა, მორბოდეს... ვითა ვთქვა მათი მკობანი!
გამოვლეს წყალი ოსმალთა და აგრევ ლეკთა კიჟინით,
დელი ბაშ-აღა ლევანდი სულ ზედ დაესხნეს მიჟინით:
«დაბრუნდით, ნუღარ დასდგებით! - ხმა ისმა - რას
დაგვიჟინით?»
ერთის ხმა ასად ეგონისთ, შაშხანა მოსწვიმს ჟიჟინით.
მაშინ გულს დაჰკარ მჯიღითა, მიწანი შესძრენ რყევითა,
ცხენმა შეგატყო შექშენა, შემზადა ტანი ნძრევითა;
თვალნი ნაკვერცხლად შეგექმნეს, აშეთდი სისხლმორევითა,...
ბესიკი
ბესიკი (ბესარიონ გაბაშვილი) (1750-06.02.1791) - ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის, ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ღრმა ლირიზმითა და პატრიოტული მოტივების სიჭარბით. ასევე მის პოეზიაში ხშირად გამოსჭვივის სატირა. ბესიკის მრავალ ლექსზე სიმღერებია შექმნილი.