მახასიათებლები
- სათაური: პოემები
- ISBN კოდი:
- ავტორი: თეიმურაზ I
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 46
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2047
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
წამება ქეთევან დედოფლისა;
ლეილმაჯნუნიანი;
ვარდბულბულიანი;
შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა;
გადაფურცვლა
სარჩევი
წამება ქეთევან დედოფლისა
ლეილმაჯნუნიანი
ვარდბულბულიანი
შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა
წამება ქეთევან დედოფლისა
1
ღმერთო ცისა და ქვეყნისა, საბრუნავითა მაქცეო,
ზე ამართულთა ყოველთა დამცემო, გარდამაქცეო,
ზოგჯერ ჭირს ლხინად, ლხინს ჭირად შემცვლელო, გარდამაქცეო,
არამცა მიმცე სოფელსა, მტყუანია და მაქცეო.
2
ფათერაკია სოფლისა სიცოცხლე, თვალის წამება,
ფერობა, ბრუნვა, ჩვენება, წესად სჭირს ცილის წამება,
ფრფინვა ვისცა აქვს შვებითა, ბოლო მისთვისცა წამება.
ფრთხილად ვიყავ და გასინჯეთ, ამად არ მექმნას წამება.
3
თუ ვინც ცოდვილმან ჩემებრივ თვალთ ცრემლი შეიწყნაროსა,
უფროსად ღმერთი ადიდოს, სხვა არვინ შეიწყნაროსა,
უხვებით მისცეს გლახაკთა, საუნჯე შეიწყნაროსა,
უკმოერიდოს სოფელსა, არად არ შეიწყნაროსა.
4
ჭეშმარიტი შენ ხარ, ვინცა ერთი რჯული გაათასე,
ჭრელად ენა შეურიე, იგი გაყვენ დასად-დასე,
ჭკვიანი და გონიერი ერთმანერთსა გააბასე,
ჭმუნვით ქებას მით შეგასხამ, მეცნიერთა მწყობრთა დასე.
5
იესოვ, შენ გევედრები, მარიამ ქრისტეს დედაო,
აბრამ, ისაკ და იაკობ, ელია — ამაზედაო,
ფრიადნი სევდა-ნაღველი დამერთო ზედი-ზედაო,
იმ თქვენი ღვთის გულისათვის მიშველეთ ამაზედაო!
6
ღმერთო, რომელმან განაგე საქმე სიბრძნითა შენითა,
შენ განაწესე ყოველი გული სიღრმითა თმენითა,
მზის ქეთევანის წამება ვიცოდე რა საქმენითა,
ღირსმყავ ცოდვილი მე ესე, რომ მათქმევინო ენითა.
7
ეს ამბავი მისი არის, ვის უხმობენ დედოფლობით,
თავი მისი ქებით წერეს, ოდეს იყო ხმელთა ფლობით,
აწღა ბოლო შემოკლდების, გავერივე მეცა ფლობით,
ღმერთო ჩემო, გევედრები, მაწერინო ხელ-უფლობით.
8
ოდეს მიენდო შაჰ-აბაზს კახეთის დედოფალია,
ვით მარგალიტი უსახო და უსასყიდლო თვალია,
ადრითგან ქებით შემკული, ნათქვამი ბროლ-ფიქალია,
მისთანა...