მახასიათებლები
- სათაური: პოეზია
- ISBN კოდი:
- ავტორი: თეიმურაზ მეორე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2396
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
სარჩევი
გაბაასება რუსთველთან
სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება
ხილთა ქება
ქება სრისა
თავგადასავალი
ბიჟინას სიკვდილზე
ანბანთქება
კიდურწერილობა
ყუმარზედ ზმა ლექსად თქმული
გაბაასება რუსთველთან
1
მე უსწავლელსა ვით მეძლოს, ვისზედ ვსთქვი ანბანთ-ქებანი?
ბრძენს უნდა ექო იმისი ციმციმი, ბრწყინვალებანი,
მინდა რუსთველსა შევჰკადრო სიტყვითა ბაასებანი,
ვჰკითხოთ, რაზედ თქვა ლექსები ტკბილი, ღრმად მეტყველებანი?
2
ვუთხრათ: რად დაშვრი ტყუილზედ, რაც სთქვი, არ იყო წესიო,
ამას მოწმობენ ქართველნი, იმერელი და მესხიო,
არქვით მათ თქვენი ნათქვამი, - ნეტავი მე მასესხიო, -
დიდათაც გამომადგება რუსეთსა მისი ლექსიო!
3
ნესტან-დარეჯან ვინ იყო, რომ აქო დაუცხრომელად?
ტყუილის ტარიელისთვის სტირს ცრემლის შეუშრობელად,
როს ღრმა ლექსებით შეამკობს მათ ენა დაუშრომელად,
წყნარათა ვკითხოთ, არ გაწყრეს, არ დავრჩეთ შეუნდობელად.
4
აწ მოგახსენებ, რუსთველო, რაც ჩემი სიტყვა არი სად:
ნესტანჯარ ესრეთ გიქია, არ თუ სხვის შესადარისად,
«თინათინ მზესა სწუნობს»-ო, თქვენ ბრძანეთ, ქებად კმარისად,
ცუდმადს მიჯნურსა ახელებთ ერთმანეთს გასახალისად.
5
არ გაგონილა ინდოეთს ნესტან-დარეჯან ქალადა,
არცა ტარიელ კაცს ერქვას - გიწოდებია ძალადა!
არაბისტანში თინათინ არ იყო ბროლ-ფიქალადა,
ვერც ჰპოებთ ავთანდილსაცა მის ეშყით დანამთვრალადა.
6
არა ყოფილა ფარსადან ექვს სამეფოზედ მჯდომელად,
არცა განთქმული ინდოეთს, რომ ყოფილიყოს მფლობელად.
გამოჩნდით მათთვის, ღირს ქმენით რას ლექსის შესამკობელად,
ტარიელ, ნესტან-დარეჯან სთქვი ერთმანეთის მდომელად.
7
ეს შვიდნი სახელმწიფონი დიდნი, ვარგნი და არ ავნი,
არც მჯდარა მეშვიდედ მეფედ სარიდან მტერთა მზარავი,...
თეიმურაზ მეორე
თეიმურაზ II (1700-08.01.1762) - კახეთის მეფე (1709-1715), გამგებელი (1733-1744), ქართლის მეფე (1744-1762); პოეტი, დიპლომატი, ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.