მახასიათებლები
- სათაური: პოლიტიკური ესსეები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერიხ ფრომი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 24
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2037
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- სოციალიზმი, როგორც პრობლემა
- კაპიტალიზმისა და ბიუროკრატიის გავლენა თანამედროვე ადამიანზე
- ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში
- ა.ს. ნილის „აღზრდის რადიკალური მეთოდის“ შესახებ
გადაფურცვლა
ერიხ ფრომი - პოლიტიკური ესსეები
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
Erich Fromm – Political Essays.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
სარჩევი
სოციალიზმი, როგორც პრობლემა
კაპიტალიზმისა და ბიუროკრატიის გავლენა თანამედროვე ადამიანზე
ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში
ა.ს. ნილის „აღზრდის რადიკალური მეთოდის“ შესახებ
სოციალიზმი, როგორც პრობლემა
ავტორიტარული წყობის ფაშისტურ და სტალინისტურ ტიპებთან და წამახალისებელი ტიპის სუპერკაპიტალისტურ სისტემასთან ერთად, მესამე პასუხს და კრიტიკულ რეაქციას კაპიტალიზმზე სოციალისტური თეორია წარმოადგენს. ეს თეორია, სტალინიზმისა და ფაშიზმისგან განსხვავებით (რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ რეალობად იქცნენ) ფაქტიურად მხოლოდ თეორიად დარჩა. საკითხი სწორედ ასე დგას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტიები მეტ-ნაკლებად დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ძალაუფლებას ინგლისსა და სკანდინავიურ ქვეყნებში, უმრავლესობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ ეს სოციალისტური მთავრობები, იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების ძირეული ცვლილება და საკუთარი პროგრამების განხორციელების მხოლოდ მორიდებული მცდელობები ჰქონდათ.
დღესდღეობით სიტყვებმა - მარქსიზმი და სოციალიზმი - ისეთი ემოციური მუხტი შეიძინეს, რომ რთულია მათი მშვიდ გარემოში განხილვა. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს სიტყვები ”მატერიალიზმთან”, ”უღმერთობასთან”, ”სისხლისღვრასთან”...