მახასიათებლები
- სათაური: პროკლე დიადოხოსისა პლატონურისა ფილოსოფოსისა კავშირნი
- ISBN კოდი:
- ავტორი: იოანე პეტრიწი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3252
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ერთისა და სიმრავლისათჳს
ყოველი სიმრავლე ეზიარების რაჲთავე ერთსა. ხოლო თუჰ̌ არ ეზიარების, არცა ყოველი ერთ იყოს, არცა თითოეული მრავალთაჲ, რომელთაგან სიმრავლე, არამედ იყოს თითოეულიცა მათი მრავალ, და ესე ვიდრე უსაზღვროობამდე, და თითოეულთა ამათ უსაზღვროობათაჲ იყოს კუალად სიმრავლე უსაზღვროჲ. არცა ერთსა არ თანმზიარებელი, არცა თჳსისა საყოვლოჲსადმი და არცა თჳს შორის თითოეულისადმი, ვინაჲ ყოვლად ყოვლითურთ იყოს უსაზღვრო. რამეთუ თითოეული, რომელიცა შეიპყრა, ანუ ერთი იყოს ანუ არა ერთი; და თუ არა ერთი, ანუ მრავალ ანუ არა რაჲ. ხოლო თუ და თითოეული არა რაჲ, და არა რაჲთგან არა რაჲ. და კუალად უკუეთუ თითოეული მრავალ იყოს, უსაზღვროობით უსაზღვრო თითოეული. არამედ ესე შეუძლებელ. რამეთუ არ ეგების რაჲვე მყოფთაჲ უსაზღვროობით უსაზღვროჲ (რამეთუ უსაზღვროობასა არა რაჲ უფროჲს არს, ხოლო ყოვლობასა შორის თითოეულისა უფრო) და არცა არარაობისგან რაჲ შესაძლებელ არს წარმოდგენად. ვინაჲ ყოველი სიმრავლე ეზიარების რაჲთავე ერთსა.
ნაწილთა მიერ შედგმულისა ერთისათჳს
ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არა ერთი. ხოლო თუ არა არს იგი თჳთერთ და ეზიარების ერთსა, იყო სხუაჲ თჳნივრ ერთისა, და ივნო ერთ ქმნაჲ ერთისა მიმართ ზიარებითა და დაუდგნა ერთ ქმნასა. ხოლო თუ არა არს სხუაჲ თჳნიერ ერთისა, მხოლოდ იყოს ერთი, და არა ეზიაროს ერთსა, არამედ იყოს თჳთერთ. ხოლო თუ არს რაჲვე მისი, რომლითა არ იყოს იგი თჳთერთ, ვინაჲ ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთი არს და არა ერთი, არ ვითარ მარტივად ერთი, არამედ ვითარ ერთ არს მზიარებელი ერთისაჲ. ვინაჲცა არა არს ესე თჳთერთ და არცა ვითარ თჳთერთ, არამედ იყოს ორივე ერთბამად, ვითარცა ერთი და მზიარებელი ერთისაჲ, და ამისთჳს არ იყოს იგი თჳთერთ, ვინაჲ ერთცა იყო და არა ერთი, და იყოს სხუაჲც რაჲვე თჳნიერ ერთისა; ვინაჲცა რომლითა იმრავლა, არა ერთ; ხოლო რომლითა ივნო და დაუდგნა ერთ ქმნასა, ერთ. ყოველი უკუე მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არა ერთი.
ქმნულისა ერთისათჳს
ყოველი ქმნილი ერთი ზიარებითა ერთისაჲთა...
იოანე პეტრიწი
იოანე პეტრიწი - XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი, პოეტი, მთარგმნელი და პედაგოგი, ლიტერატურული სკოლის შემქმნელი, გელათის აკადემიის ხელმძღვანელი.