მახასიათებლები
- სათაური: ქალამის კოსმოლოგიური არგუმენტი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: bakari
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1158
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ქალამის კოსმოლოგიური არგუმენტის ისტორიული მიმოხილვა
სანამ ქალამის კოსმოლოგიური არგუმენტის ისტორიულ მიმოხილვაზე გადავალთ, მანამდე საჭიროა განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს სიტყვა ქალამი და რა ტიპის არგუმენტთან გვაქვს საქმე. ქალამის კოსმოლოგიური არგუმენტი არის პირველმიზეზის არგუმენტის მოდერნული ვარიაცია, რომელიც შეიმუშავა ფილოსოფოსმა უილიამ ლეინ კრეიგმა. სიტყვა „ქალამი“ ნიშნავს მეცნიერებას, ან დისკუსიას, ხოლო ისტორიულად კი იგულისხმება ისლამური სქოლასტიკური ფილოსოფია, რომელიც მიზნად ისახავდა ყურანში გადმოცემული ჭეშმარიტების რაციონალურად დაცვას ერეტიკოსებისგან. ისლამური ფილოსოფია აყვავდა შუა საუკუნეებში და მას დიდი გავლენა ქონდა ქრისტიან სქოლასტიკოს ფილოსოფოსებზე. ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ თომა აქვინელი თავის „თეოლოგიის ჯამში“ ძალიან ბევჯერ ციტირებს გამოჩენილ არაბ ფილოსოფოს იბნრუშდს, რომელსაც სქოლასტიკოსებმა ავეროესი უწოდეს.
რაც შეეხება ქალამის კოსმოლოგიურ არგუმენტს, საქმე შემდეგში მდგომარეობს. ამ დასაბუთების არსი, რომ გავიგოთ საჭიროა თვალი გადავავლოთ ანტიკურ ეპოქაში მოღვაწე ფილოსოფოსების შეხედულებას სამყაროს მარადიულობის შესახებ. როგორც ფილოსოფიის ისტორიიდან ვიცით, თითქმის ყველა ფილოსოფოსი დაწყებული თალესიდან და დამთავრებული არისტოტელეთი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეებში მოღვაწე მოაზროვნეებზე აცხადებდა, რომ სამყარო არის მარადიული. კოსმოსი არავის შეუქმნია, რადგან არაფრისაგან არაფერი წარმოიშვება ამბობდა არისტოტელე[1]. ეს პოზიცია დიდხან დომინირებდა და ამ შეხედულებამ შუა საუკუნეებშიც დაიმკვიდრა თავისი ადგილი. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ პლატონის აზრით საყარო შექმნა დემიურგა იდეების ჭვრეტის მიხედვით. მაგრამ, ჩვენ სიტყვა შექმნა არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. პლატონის აზრით, შექმნა გულისხმობს მარადიულ და შეუქმნელი მატერიის მოწესრიგებას. ამიტომ, პლატონის შეხედულებითაც მატერია მარადიულია. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ორი დიდი ფილოსოფოსის მიერ სამყაროს მარადიულობის...