მახასიათებლები
- სათაური: ქალთა დაქვემდებარება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ სთიუარტ მილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 85
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1090
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- თავი I
- თავი II
- თავი III
- თავი IV
გადაფურცვლა
ჯონ სთიუარტ მილი - ქალთა დაქვემდებარება
John Stuart Mill – The Subjection of Women
ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
სარჩევი
თავი I
თავი II
თავი III
თავი IV
თავი I
წინამდებარე ესსეის მიზანი იმ შეხედულების საფუძვლების შეძლებისდაგვრად ცხადად ახსნაა, რომლის ერთგული ადრეული პერიოდიდან ვიყავი, როდესაც საერთოდ ჩამომიყალიბდა შეხედულებები სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ და რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ შესუსტებულიყვნენ ან ცვლილება განეცადათ, გამუდმებით ძლიერდებოდნენ მსჯელობის განვითარებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით: რომ პრინციპი, რომელიც ორ სქესს შორის არსებულ სოციალურ ურთიერთობებს არეგულირებს - ერთი სქესის კანონიერ დაქვემდებარებას მეორისადმი - თავისთავად მცდარია და დღესდღეობით ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს ადამიანის სრულყოფისათვის; და რომ ის უნდა ჩანაცვლდეს სრულყოფილი თანასწორობის პრინციპით, რომლისთვის არც პრივილეგია და ძალაუფლებაა მისაღები ერთ მხარეს, და არც შეზღუდვა - მეორე მხარეს.
თვით ის სიტყვები მიგვითითებს ამოცანის სირთულეზე, რომლებიც მის გამოსახატავად არის აუცილებელი. მაგრამ, შეცდომა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ საქმის სირთულე იმ საფუძვლების უკმარობასა ან გაურკვევლობაში დევს, რომლებსაც ჩემი შეხედულებები...