მახასიათებლები
- სათაური: ქართველთ ებრაელნი საქართველოში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ზაქარია ჭიჭინაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 44
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1141
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
ზაქარია ჭიჭინაძე - ქართველთ ებრაელნი საქართველოში
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ამ შრომას წრფელი გულით ვუძღვნი ჩემგან გულით პატივცემულს ქართველ მამულიშვილს ალექსანდრე იოსების ძე ბერელაშვილს
I
ებრაელთა კვალი საქართველოში მეტად ძველის დროთაგან სჩანს. ებრაელთა ძველს მეისტორიებს ამის შესახებ ბევრი არაფერი აქვსთ. ქრისტეს წინა დროის, IV საუკ., მეისტორიე მაგოსფენი სწერს, რომ ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფისაგან აოხრებულ ურიათა ერთი ნაწილი შავი ზღვისკენ გადასახლდაო. ამ შემთხვევას ებრაელთა ისტორიაშიაც ასახელებენ გაკვრით, მცირედ[1]. მხოლოდ საშუალ საუკუნის ებრაელთა მოგზაურების ნაწერებში სჩანს აქა-იქ თითო-ოროლა ცნობები ქართველ ებრაელთა ცხოვრების შესახებ. ერთმა განათლებულმა ებრაელმა მაუწყა, რომ ქართველ ებრაელთა შესახებ ძველ ებრაელთ მეისტორიებს ბევრი რამ ცნობები უწერიათო, მაგრამ იმ ცნობებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიესო, ჟამთა ვითარების მეოხებით მოისპნენო. „ქართლის ცხოვრებაში“ ებრაელნი მოხსენებულ არიან მრავალ ალაგას.
ებრაელთა გარდმოსახლება საქართველოში ქრისტეს წინა დროებს ეკუთვნის, შვიდი საუკუნით უწინარეს, ანუ როცა ნაბუქოდონოსარი მეფე დაეცა ურიასტანს, ყოველივე აღაოხრა, იერუსალიმი წარსტყვევნა და ებრაელნიც დაჰფანტა. აი, პირველად ამ დროს გადმოსახლებულან საქართველოში ებრაელთა ძენი. საქართველოში ამათი მოსვლის ამბავი ასეა მოხსენებული „ქართლის ცხოვრებაში“: „მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან...
ზაქარია ჭიჭინაძე
ზაქარია ჭიჭინაძე (1854-27.12.1931) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატორი, ისტორიკოსი. არის "ქართლის ცხოვრების" გამომცემელი. წერდა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის ისტორიის საკითხებზე. დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში.