მახასიათებლები
- სათაური: ქოეფორები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ესქილე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 31
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2726
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ესქილე - ქოეფორები
Αἰσχύλος - Χοηφóρoι
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის გიგლა სარიშვილს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მოქმედი პირნი:
ორესტე
პილადე
ელექტრა
კლიტემნესტრა
გამდელი
მსახური
მოზარეთა ქორო
ორესტე
მიწისქვეშეთის მეუფეო, დიადო ჰერმეს,
გვარის მფარველო,
აჰა, მოვედი, დავუბრუნდი მშობლიურ მიწას.
საფლავის ბორცვთან ვდგავარ აგერ და მამის აჩრდილს
ვუხმობ, ვეძახი, მომაპყრას ყური.
ერთი კულული რომ ვუბოძე ინაქეს ჩემი,
ახლა მეორეს ვწირავ მამას, ვით გლოვის ნიშანს...
მძიმე წუთებში აქ არ ვიყავ, ვერ ვღვარე ცრემლი,
ვერ გავუწოდე მამას ხელი უკანასკნელად.
(გამოჩნდება ელექტრა შავოსანი ქალების თანხლებით)
ამას რას ვხედავ? ნეტავ საით მოედინება
შავოსან ქალთა პროცესია ჩამოღვრემილი?
რა გასაჭირი დასდგომიათ, რაზედ იგლოვენ?
კვლავ დატრიალდა სასახლეში უბედურება?
ანდა იქნება გარდაცვლილი მამაჩემის სულს
სამკვდრო საკურთხით, მსხვერპლშეწირვით ანუგეშებენ?
დიახ, ასეა. აგერ მოდის, მგონი, ელექტრაც,
სახემწუხარე დაი ჩემი დაფიქრებული.
დიადო ზევსო, იყავ ჩემად თანამესანგრედ,
მომეცი ძალი, რომ მშობლისთვის ვიძიო შური!
პილადე, ცოტა გვერდზე გავდგეთ, შევიტყოთ ერთი,
რისთვის მოსულან, რას ვედრიან ღმერთებს ქალები.
ქორო
სტროფი...