მახასიათებლები
- სათაური: რა მოხდა სამხეცეში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ედვარდ ოლბი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 18
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2875
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
რა მოხდა სამხეცეში;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
მოქმედნი პირნი
პიტერი: ორმოცს მიტანებული კაცი, არც მსუქანი და არც გამხდარი, არც მახინჯი და არც ლამაზი, აცვია ტვიდის პიჯაკი, ჩიბუხს ეწევა, რქისჩარჩოიანი სათვალე უკეთია, ჩაცმულობით და იერით ახალგაზრდულად გამოიყურება.
ჯერი: ოცდაათს გადაცილებული მამაკაცი, ღარიბულად არა, მაგრამ უდიერად აცვია. ერთ დროს ჩამოსხმულ, დაკუნთულ სხეულზე ოდნავ მოსძალებია ქონი. თუმცა ახლა ცუდად გამოიყურება, ეტყობა, ადრე წარმოსადეგი მამაკაცი იქნებოდა. ცინიკოსი.
მოქმედება მიმდინარეობს:
ცენტრალურ პარკში ზაფხულის ერთ კვირა დღეს. პარკში ორი მერხი დგას. ერთმანეთის პირისპირ. უკან ხეები და ცა ჩანს. ერთ-ერთ სკამზე პიტერი ზის.
სცენა წარმოადგენს:
იხსნება ფარდა, პიტერი სცენის მარცხენა მხარეს მერხზე ზის და წიგნს კითხულობს. თავს ასწევს, სათვალეს წმენდს და ისევ წიგნს მიუბრუნდება. შემოდის ჯერი.
ჯერი. სამხეცედან მოვდივარ (პიტერი არ იმჩნევს). სამხეცედან მოვდივარ-მეთქი. თქვენ გეუბნებით, ბატონო, სამხეცედან მოვდივარ.
პიტერი. ჰმ?... რაო?... მაპატიეთ, მე მითხარით რამე?
ჯერი. სამხეცეში ვიყავი, იქიდან ფეხით დავუყევი. ვიარე, ვიარე და უცებ აქ აღმოვჩნდი, როგორ გგონია, ჩრდილოეთის მიმართულებით მივლია?
პიტერი. ჩრდილოეთის?... რა ვიცი... ალბათ.
ჯერი. (მაყურებლისაკენ ხელს იშვერს) ეს ხომ მეხუთე ავენიუა?
პიტერი. დიახ... დიახ...
ჯერი. მარჯვნივ რომ ქუჩა ჭრის, ის რომელიღაა... აგერ იქ?
პიტერი. ისა? ჰო, ეგ სამოცდამეთოთხმეტეა.
ჯერი. ჰოდა, სამხეცეც სამოცდამეთხუთმეტეზეა. მაშასადამე, ჩრდილოეთით მივლია.
პიტერი. (ერთი სული აქვს კითხვა განაგრძოს) დიახ, ალბათ.
ჯერი. ეჰ, ჩრდილოეთი... ჩრდილოეთი.
პიტერი. (უაზროდ) ჰა... ჰა...
ჯერი. (ცოტა ხნის შემდეგ) თუმცა ეს რა ჩრდილოეთია.
პიტერი. მე... დიახ, რა თქმა უნდა. რა ჩრდილოეთი ეს არის, მაგრამ ჩვენთვის მაინც ჩრდილოეთია... ეგრე ვეძახით.
ჯერი. (ამჩნევს, პიტერს არ სურს მასთან ლაპარაკი და ამიტომაც ჩიბუხს ტენის) შენ, ეი, ფილტვების კიბო გინდა აიკიდო?
პიტერი....