მახასიათებლები
- სათაური: რჩეული მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: აკაკი წერეთელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები: 114
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4254
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
ჩემი თავგადასავალი;
სამგვარი სიყვარული;
ყვითელი სანთელი;
პატრიოტის აღსარება;
მესარკე;
კუდაბზიკეთი;
მამალი რას ყივის?
დათუნა გოცირიძე;
ბაში-აჩუკი;
გადაფურცვლა
სარჩევი
ჩემი თავგადასავალი
სამგვარი სიყვარული
ყვითელი სანთელი
პატრიოტის აღსარება
მესარკე
კუდაბზიკეთი
მამალი რას ყივის?
დათუნა გოცირიძე
ბაში-აჩუკი
ჩემი თავგადასავალი
პირველი ნაწილი
თავი I
ყოველი არსი, სულიერი თუ უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება: დაიბადება, იზრდება, დაბერდება - კვდება!.. წყალი რა არის... წყალი!.. უბრალო მდინარეც კი ვერ ასცდენია ამ საყოველთაო წესსა და რიგს: დაიბადება თუ არა, ე.ი. თავს იჩენს თუ არა სადმე მივარდნილ მთის კალთაზე, მაშინვე იწყებს ჟონვას ნელ-ნელა, ახალფეხადგმულ ბავშვივით დაუყვება დაღმართს, თანდათან იზრდება, ფეხს იკიდებს, სანამ წკრიალით არ ჩამოცუნცულდება რომელსამე ხევში, სადაც, როგორც აღვირუსხმელი, სისხლჭარბი, თავმომწონე და შეუპოვარი, სანავარდოდ გამოსული ჭაბუკი, აღარავის ეკრძალვის, აღარაფერს ერიდება: მირბის და მიხტის ღრიალ-გრიალით!.. უძრავ ქვებს თავზე ევლება და კლდოვან კიდეებს თავგამეტებით აქეთ-იქით ეხლება, რომ გაგლიჯოს და გაიტანოს მისი მოწინააღმდეგე!.. მაგრამ, ვერ შემძლები ამისი, ზარითა და ზეიმით ჭალებისაკენ მიექანება. აქ კი გაგულდიდებული, ღრმა კალაპოტში ჩამჯდარი და გულსავსე, ვაჟკაცური მედიდურობით, მშვიდობიანად ტალღებს ტალღებით მოაგორებს!.. მიდის, მიშხუის, ზღვისკენ თავმიცემული, შორს გზით მიმავალი, და, რაც უფრო და უფრო უახლოვდება აუციელებელ სავანეს, თანდათან იჩენს აუჩქარებლობას, როგორც მოხუცი, და ბოლოს კიდეც შეჩერდება ერთი შეჩერება... ტბორავს, თითქოს უნდა, რომ უკანასკნელად ერთი კიდევ მოიხედოს უკანვე, თვალი გადაავლოს თავის წარსულს, ფერადად გაშლილ შორეულ გზას, და მერე კი საუკუნოდ ჩაინთქას, ჩაიღუპოს ზღვის უფსკრულში!..
მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი სიჭაბუკისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები!..
ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს...
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი (21.06.1840-08.02.1915) - დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, რედაქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი.