მახასიათებლები
- სათაური: რელიგია და მეცნიერება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალბერტ აინშტაინი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 4
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1928
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
რელიგია და მეცნიერება;
გადაფურცვლა
წინამდებარე ესსეი პირველად „ნიუ იორქ თაიმს მეგეზინ“-ის 1930 წლის 9 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. იგი ხელმეორედ იქნა გამოქვეყნებული „იდეებსა და შეხედულებებში“ 1954 წელს. ის ასევე გვხვდება აინშტაინის წიგნში „სამყარო, როგორც მე ვხედავ მას“.
ყველაფერი, რაც კაცობრიობას შეუქმნია და უფიქრია, ღრმა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და ტკივილის შემსუბუქებას ემსახურებოდა. თუ სულიერი გარდაქმნებისა და მათი განვითარების შეცნობა გვსურს, აღნიშნულის გათვალისწინება აუცილებელია. განცდა და ძლიერი ლტოლვა მთავარი მოტივატორია ადამიანის ყველა ძალისხმევისა და ქმედების უკან, რაოდენ ამაღლებული ფორმითაც არ უნდა გადმოგვცემდეს ეს უკანასკნელი ამ ყველაფერს. ახლა კი დავსვათ კითხვა: რა განცდები და მოთხოვნილებები გაუძღვნენ ადამიანს რელიგიური აზროვნებისა და რწმენისკენ ამ ცნებათა ყველაზე ფართო გაგებით? მცირედი განსჯაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ რელიგიური აზრის დაბადებასა და განვითარებას ცვალებადი ემოციები წარმართავს. პრიმიტიული ადამიანის შემთხვევაში რელიგიურ შეხედულებებს სრულად შიში იწვევს - შიში შიმშილის, გარეული ცხოველის, ავადმყოფობის, სიკვდილის. ვინაიდან არსებობის ამ ეტაპზე მიზეზობრივ ურთიერთობათა შემეცნება ფრიად არასაკმარისად არის განვითარებული, ადამიანის გონება ქმნის საკუთარი თავის მეტად ან ნაკლებად მსგავს ილუზორულ არსებებს, ვის ნებასა და ქმედებებზეა დამოკიდებული შიშისმომგვრელი მოვლენები. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანი ცდილობს ამ არსებათა კეთილგანწყობა უზრუნველყოს ქმედებებითა და მსხვერპლის შეწირვით, რომლებიც, შესაბამისად თაობიდან თაობაზე გადასული ტრადიციისა, გულს ულბობენ მას ან მოკვდავისადმი კეთილგანწყობას აღუძრავენ. ამ შემთხვევაში მე შიშის რელიგიის შესახებ ვსაუბრობ. ეს, თუმცა არა მისი შექმნა, მნიშვნელოვანწილად არის გამყარებული საგანგებო სამღვდელო კასტის ფორმირებით, რომელიც საკუთარ თავს შუამავლად განსაზღვრავს ადამიანსა და იმ არსებებს შორის, რომლისაც მას ეშინია, რის საფუძველზე საკუთარ ჰეგემონიას აფუძნებს. ხშირ შემთხვევაში...
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი (14.03.1879-18.04.1955) - გერმანიაში დაბადებული ფიზიკოსი და ფილოსოფოსი; ფარდობითობის ზოგადი თეორიის ავტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური თეორიის შემუშავებაში. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ფილოსოფიური ხასიათისა. მინიჭებული აქვს ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1921).