მახასიათებლები
- სათაური: რენე
- ISBN კოდი:
- ავტორი: შატობრიანი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1613
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
შატობრიანი - რენე
Chateaubriand - Rene
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის იროდიონ ქავჟარაძეს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
რენე რომ ნატჩესებთან მივიდა, ინგლისელების ზნე-ჩვეულებების თანახმად, იძულებული გახდა ცოლი შეერთო, მაგრამ მასთან არ უცხოვრია. სევდით შეპყრობილ რენეს ტყე იზიდავდა, მთელ დღეებს იქ ატარებდა მარტოობაში და ველურთა შორის ველური ჩანდა. მხოლოდ თავის მამობილს შაქტასსა და ციხე როზალის მისიონერს, მამა სუელს ხვდებოდა. სხვებთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. მხოლოდ ამ ორმა მოხუცმა მოინადირა მისი გული. პირველმა ალერსიანი, ამყოლი ხასიათით, მეორემ - პირიქით, უკიდურესი სიმკაცრით. წავზე ნადირობის შემდეგ, როდესაც ბრმა საშემმა რენეს თავის თავგადასავალი უამბო, რენემ აღარ ისურვა თავის წარსულზე ეთქვა რაიმე. შაქტასი და მისიონერი კი ძალიან მონდომებული იყვნენ გაეგოთ თუ რა უბედურმა შემთხვევამ მიიყვანა ეს კეთილშობილი ევროპელი ამ უცნაურ გადაწყვეტილებამდე - ლუიზიანის უდაბნოში გადმოკარგულიყო. რენე არწმუნებდა, ჩემი ამბავი მაინცდამაინც საინტერესო არ არისო, ის ჩემს ფიქრებსა და გრძნობებს ეხებაო.
- სამუდამო დავიწყებას უნდა მივცე შემთხვევა, რამაც ამერიკაში ჩამოსვლა მაიძულა, - დაუმატებდა ხოლმე. რამდენიმე წელმა განვლო და მოხუცებმა მისი საიდუმლოების გაგება ვერ მოახერხეს. უცხოეთის მისიების ბიუროს საშუალებით ევროპიდან მიღებულმა წერილმა იმდენად გაუორკეცა რენეს მწუხარება, რომ თავის მოხუც მეგობრებსაც გაურბოდა. ისინი...