კომედია „რევიზორი“ შექმნილია 1836 წელს და ავტორის სიტყვებით ასახავს „ყველა იმ უსამართლობას, რაც რუსეთში ხდება“. პიესის დადგმას იმპერატორის საგანგებო ნებართვა დასჭირდა.
ნიკოლაი გოგოლი (იანოვსკი) (01.04.1809- 04.03.1852) - რუსი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკოსი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ნაწარმოებები, როგორიც არის "მკვდარი სულები", "ცხვირი", "ვიი" და სხვა.