მახასიათებლები
- სათაური: რუსთაველის ლექსის ენამზეობა
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოსე გოგიბერიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 11
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 992
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მოსე გოგიბერიძე - რუსთაველის ლექსის ენამზეობა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ენამზეობას ჩვენ ვუწოდებთ სიტყვის იმ განსაკუთრებულ სინათლესა და კოლორიტს, რომლებიც თავისი ჰარმონიითა და ორნამენტით ხიბლავს სმენასა და თვალს, იწვევს ჩვენში დისტანციისა და სიმეტრიის განცდას და ასე წარმოშობილი სახის სასარგებლოდ ღებულობს აზრისაგან დასტურსა და მოწონებას. ენამზეობა არის სტილი შემოქმედებისა, რომელიც შემოქმედების აქტთან ერთად მოდის ამქვეყნად და ამიტომ არის ნიშანდობლივი ინდივიდუალური ბუნებისა. სიტყვის სხვადასხვაგვარ ოსტატობას სხვადასხვაგვარი ბუნების ენამზეობა ახასიათებს; ორატორს ის თავისი აქვს, პოეტს - პოეტური, და წინასწარმეტყველს და ფილოსოფოსს - მათი სიტყვისა და კანონებისათვის დამახასიათებელი. მას სპეციალური, დანიშნულების გამრკვევი სახელწოდებაც შეიძლება მივაკუთვნოთ; ის, მაგ., ორატორობის შემთხვევაში იქნება ენამჭევრობა. ენამჭევრობა ორატორის სათნოებაა, ენამზეობა კი - პოეტისა და ფილოსოფოსის ნიშანდობლივი.
ენამზეობა ისე ექვემდებარება ენის საერთო წესებს, როგორც ლექსი და მეცნიერული ტრაქტატი, მაგრამ თვითეულ შემთხვევაში იგი არის განსაკუთრებული და ამ კერძო შემთხვევისათვის დამახასიათებელი.
ის ენით ძნელად გამოსათქმელი ჯადოსნური ძალა, მხოლოდშობილი და მარტოდშობილი, რომელიც ჩვენ ტკბილად გვათრობს, გვიტაცებს და გვარწმუნებს რუსთაველის ლექსის კითხვის დროს, რუსთაველის სიტყვის ენამზეობაა. შეიძლება ვისწავლოთ...