მახასიათებლები
- სათაური: რუსული რევოლუციის რელიგიურ-ისტორიული საზრისი
- ISBN კოდი:
- ავტორი: სიმონ ფრანკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 20
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1684
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
რუსული რევოლუციის რელიგიურ-ისტორიული საზრისი;
გადაფურცვლა
სიმონ ფრანკი - რუსული რევოლუციის რელიგიურ-ისტორიული საზრისი
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
Семен Франк – Религиозно-исторический Смысл Русской Революции
ქართული თარგმანი ეკუთვნის ავთანდილ ჯოხაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
რუსული რევოლუციის რელიგიურ-ისტორიული საზრისი
რუსული რევოლუციის ეროვნული თავისებურება - დასავლეთის სამყაროსათვის სრულიად უცხო გზით მარები მთელი რუსული ისტორიის სხავგვარობით რომაა განპირობებული - მკვეთრად გამორჩეული თავისებურება რუსული ეროვნული ხასიათის და გუნებაგანწყობილებისა, თავისებური, რუსული ყაიდის რწმენა - რუს კაცს და რუსეთს რაღაც გაუგებარ, გამოუცნობ საიდუმლოდ რომ აქცევს არა მარტო დასავლეთ ევროპელის, არამედ დასავლურ ცნებებზე აღზრდილი რუსების თვალშიც - ეს თავისებურება, რა თქმა უნდა, უდავო ფაქტია, რუსული რევოლუცია, ისე, როგორც ის მოხდა, მხოლოდ რუსეთში შეიძლებოდა მომხდარიყო; რუსული სოციალიზმი არ არის დასავლური სოციალიზმი, არამედ - როგორც ეს გერმანული სოციალიზმის ერთ-ერთმა ბელადმა განსაზღვრა - ის უფრო აზიური სოციალიზმია; რუსულ რევოლუციურ დაკადაკას და უხამსობას - როგორც ის გამოხატულია, მაგალითად, ბლოკის პოემაში „თორმეტნი“ - ევროპელისათვის უცხო და შეუცნობელი, თავისებური სულიერი ბუნება გააჩნია. „დემოკრატია“ რუსეთში რაღაც სულ სხვაა, ვიდრე დასავლური დემოკრატია; რევოლუციის შექმნილი მმართველობითი მეთოდებიც სპეციფიკურ რუსულ ხასიათს ატარებდა. და ყოველივე ამის მიუხედავად, რუსული რევოლუცია საოცრად იოლად...