მახასიათებლები
- სათაური: SACRIFICIUM INTELLECTUS
- ISBN კოდი: 9789941338922
- ავტორი: ივა თადიაშვილი
- გამომცემელი: უნივერსალი
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები: 152
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 58
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
Sacrificium Intellectus[1]
საწყალო არისტოტელევ! შენ მკრეხელებისათვის აღმოაჩინე დიალექტიკა, აშენებისა და დანგრევის ხელოვნება, ყველაფერზე მსჯელობის ხელოვნება, მაგრამ ვერაფერს მიაღწიე!
წინასიტყვა
გიჟია ავტორი? თუ ამგვარი აზრები წინასწარ განზრახული მისტიფიკაციაა? აქვთ ამ ლექსებს რაიმე ფილოსოფია და სიმბოლიკა? თუ ისინი სრული ბოდვაა და მიმართულია მხოლოდ მკითხველის ტვინების ასარევად?
Sacrificium intellectus (2021-2024წ.) რა თქმა უნდა წინასწარ განზრახული მისტიფიკაციაა, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ავტორის ინტელექტის და ლოგიკის მონობიდან განთავისუფლებას და შემდეგ უკვე ზოგიერთი მკითხველისაც. კრებული მთლიანად გზაა და წინაღობები, რაც ავტორმა, ამ არქაული რიტუალის შესრულებისას გაიარა. ის ამ გზაზე, განჭვრეტილ სურათებს გვიზიარებს. კრებული სწორედ ამ რიტუალის შესრულებაა და სრულიად ახლებური ხედვის შეძენის და საბოლოოდ რეალობაზე დაპატრონების, წარმატებული მცდელობა. როცა ამას ვინმე ახერხებს, აღარ არის გაყოფილი და დანაწევრებული, არამედ ჩვენ ვხდებით, ჩვენი თავის სრული პატრონნი.
ნამდვილად ჩვენ ვიყენებთ ინტელექტს? თუ ინტელექტი გვიყენებს ჩვენ? თუნდაც ამას გონი ან ლოგიკა დავარქვათ, ხშირად არის ხოლმე მომენტი, როცა ეს იარაღები ვერ გვეხმარებიან, საგნის რეალურ არსს ჩავწვდეთ. ადამიანებს მიდრეკილება აქვთ მოვლენების ლოგიკური ახსნისადმი, არადა თუ გვინდა მოვლენებს მართლაც სიღრმეში ჩავწვდეთ, უნდა მოვიშოროთ არისტოტელეს წყეული სილოგიზმები და ყოველდღიური ფრაზეოლოგია. მოშორობაში არ ვგულისხმობ, მათ სრულ გაუქმებას, ჩვენი პრაქტიკული ცხოვრებიდან. სკამი-სკამია და ეს აბსოლუტური დებულებაა და იმის გაფიქრება რომ სკამი მაგიდაა, ან თეფში სრულიად წარმოუდგენელია. ამაზე დაობაც არ ღირს და სწორედ ლოგიკაა ხშირად დაობის და ტვინის მტვრევის მიზეზი. ასე რომ...
ივა თადიაშვილი
ივა თადიაშვილი ქართველი ავტორი და კინომცოდნეა, რომელიც ცნობილია თავისი წვლილით თანამედროვე ლიტერატურასა და კინოში. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის „მშფოთვარე გარდასახვა,“ „Sacrificium Intellectus“ და „Saturnlyrik.“ მისი პოეზია ხშირად ეხება პიროვნული გარდასახვისა და ინტელექტისგან განთავისუფლების თემებს. ლიტერატურული საქმიანობის გარდა, ივა კინემატოგრაფიაშიც მოღვაწეობს.