მახასიათებლები
- სათაური: საგალობლები
- ISBN კოდი:
- ავტორი: იოანე მინჩხი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 12
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 707
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ჴსენებაჲ ღმრთივ-გჳრგჳნოსანისა მეფისა თევდოსი მორწმუნისა სასწაულთა მოქმედისაჲ
- დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი
- გალობანი გიორგისნი
გადაფურცვლა
იოანე მინჩხი - საგალობლები
სარჩევი
ჴსენებაჲ ღმრთივ-გჳრგჳნოსანისა მეფისა თევდოსი მორწმუნისა სასწაულთა მოქმედისაჲ
დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი
გალობანი გიორგისნი
ჴსენებაჲ ღმრთივ-გჳრგჳნოსანისა მეფისა თევდოსი მორწმუნისა სასწაულთა მოქმედისაჲ
1. სიბრძნით განმგებელო იესუ,
სიტყუაო დაუბადებელო,
დაბადებულნი გადიდებენ
მამისა თანა სულით წმიდითურთ, მარადის
დაუდუმებელად
გიგალობენ ანგელოზნი
და გმონებენ ადამეანნი!
2. სუფევაჲ შენი სუფევა არს
უკუნითი უკუნისამდე.
შენ გადიდებენ, ქრისტე,
ერნი ზეცისანი, სულნი უჴორცოთანი.
შენ მოსცემ ლოცვასა
მდაბალთა ქუეყანისათა,
მორწმუნეთა სათნოთა შენთა!
3. რაჟამს იყო ურვასა შინა,
უმწყემსოვებისა ზრუნვასა,
ერი იგი სამწსოჲ ქრისტჱსი,
მაშინ მოვიდა მათა კაცი ღმრთისაჲ,
რომელი ეტყოდა:
„ევედრენით ღმერთსა ფრიად
და მოგცეს თქუენ მწყემსი კეთილი!“
4. მაშინ იწყო მარხვად და ლოცვად
სიმრავლემან მორწმუნეთამან,
ერთობით ჴმობდეს ქრისტჱს მიმართ.
მოჰხედე, მჴსნელო, ვენაჴსა ამას შენსა,
რომელი დაასხი
ჴელითა პირველ მეფისა
კოსტანტინე მორწმუნისაჲთა!
5. ესმა ღმერთსა ჴმაჲ ვედრებისაჲ
მორწმუნეთა თჳსთა თხოვისაჲ,
შეიწირნა ლოცვანი მათნი
და მოსცა მათ სარწმუნოჲ და გონიერი
თევდოსი მართალი,
სათნოდ მეფედ და წინამძღურად,
ვითარცა დავით ისრაჱლთა!
6. სამოელ წინაჲსწარმეტყუელმან
სცხო დავითს მწყემსობასა შინა,
ხოლო აწ თევდოსის მართალსა
სიგლახაკესა შინა სულმან წმიდამან
სცხო გონიერებაჲ,
გარდაცვალა გული მისი
და მეფე-ყო იონთა ზედა!
7. შრომანი შენნი სულიერნი
და კეთილნი სათნოვებანი
და გულისა...