მახასიათებლები
- სათაური: სალამი, სევდავ!
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრანსუაზ საგან
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 64
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4733
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
სალამი, სევდავ!;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
სალამი, სევდავ!
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ფრანსუაზ საგან - სალამი, სევდავ!
სალამი, სევდავ!
მშვიდობით სევდავ, სალამი სევდავ, შენა ხარ ყველგან, -
შენ აწერიხარ ჭერსაც, თვალებსაც, რომლებიც მიყვარს,
და სიღარიბე არა ხარ სულაც,
რადგან ამქვეყნად ყველაზე მწირი -
ტუჩებიც კი შენ გამჟღავნებენ თავის ღიმილით.
სალამი, სევდავ, სიყვარულო მშვიდთა სხეულთა
და ძლიერებავ თვით სიყვარულის.
ეგ სათნოება არის ურჩხული უსხეულო,
პირმშვენიერი და განხიბლული.
პოლ ელუარი
ნაწილი პირველი
თავი I
არ ვიცი, დავარქვა თუ არა სევდა - ეს მშვენიერი სახელი ამ უცნობ გრძნობას, თავისი სიმწარითა და სიტკბოთი რომ უკვე მიმორჩილებს. ეს იმდენად სრულყოფილი, იმდენად თავკერძა გრძნობაა, მე თითქმის მრცხვენია მისი, რადგან სევდა მუდამ რაღაც მოწიწებას მგვრიდა. აქამდე იგი უცნობ გრძნობად მიმაჩნდა, სამაგიეროდ, მოწყენას, სინანულს, იშვიათად სინდისის ქენჯნას კარგად ვიცნობდი. დღეს კი აბრეშუმივით ნაზი, მთრთოლვარე რამ გრძნობა მეუფლება და სხვებისაგან მაშორებს.
იმ ზაფხულს ჩვიდმეტი წელი შემისრულდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. „სხვებისგან-მეთქი“, რომ ვამბობ, მამაჩემსა და მის საყვარელს, ელზას ვგულისხმობ. მცდარი წარმოდგენა რომ არ შეგექმნათ, სჯობს ახლავე გაგაცნოთ საქმის ვითარება. მამაჩემი ორმოცი წლის გახლავთ. იგი თხუთმეტი წლის წინ დაქვრივდა. ის ახალგაზრდა, სიცოცხლით და...
ფრანსუაზ საგან
ფრანსუაზ საგან (დაბ. ფრანსუაზ კუარე; 21.06.1935-24.09.2004) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი, ცნობილი რომანტიული თემებით; მონაკოს პრინცის 1985 წლის პრემიის მფლობელი ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის.