მახასიათებლები
- სათაური: სალსავა - ქალაქი ორი ადამიანით
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლოზ ნორიელი
- გამომცემელი: ნიკოლოზ ნორიელი
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2035
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
წინასიტყვაობა
ნიკოლოზ ნორიელის რომანი „სალსავა“ ფანტასმაგორიული თავგადასავალია, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება გადახდეს, თუკი ერთხელაც ოცნების ხმას მოისმენს და მას აედევნება. სწორედ ოცნება, ნატვრა არის ის ზღვარი, რომელიც რომანში ერთმანეთისგან მიჯნავს რეალურსა და ირეალურს, სიზმარსა და ცხადს, შესაბამისად, ეს ზღვრული მდგომარეობაა წიგნის გმირებისათვის როგორც სულიერი სიმწიფის და ნეტარების, ასევე დიდი შინაგანი ტკივილების და მარტოობის მიზეზი.
სალსავა ზუსტად ამ ფანტასმაგორიულ მიჯნაზე მყოფი ქალაქის სახელია. ის ერთგვარი შუასკნელია ადამიანურ ყოფასა და განზრახვას შორის. მისი ბინადრებიც, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოქალაქეები, რაღაც სხვა შინაგანი ატმოსფეროს მატარებელნი არიან. ამ უცნაური, დაძაბული და ზღაპრული ინტიმითაა გამსჭვალული მთელი წიგნი და მკითხველსაც მალევე ითრევს ამბავში, რომელსაც იმდენი დასასრული შეიძლება ჰქონდეს, რამდენიც მისი წამკითხველი აღმოჩნდება.
რომანის მთავარი გმირები _ ჯადოსნური კარიბჭის მაძიებელი აგნი და თეი _ ინის და იანის, ქალური და მამაკაცური საწყისის ალუზიასაც ბადებენ. მათი სიყვარულის ხარისხი, მუდმივი შინაგანი კონფლიქტი, გამოუვალი მდგომარეობა, ვნება და ტკივილი სამყაროს ორი პოლუსის მარადიულ ჯახზე მოგვითხრობს, იმ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, თუმცა მისი დანახვა უჭირს...
ადამიანის სულიერ სამყაროში ფსიქოლოგიური წვდომის ნიუანსები, მაძიებლობის ვნება და თავგადასავალი, ზღაპრული ატმოსფეროსთვის დამახასიათებელი მგრძნობელობა _ ეს ყველაფერი „სალსავას“ საინტერესო შრეებია, რაც თხრობის მშვიდი და ფაქიზი ტემპორიტმითაა გადმოცემული. ყოველდღიური ქაოსით და რუტინით დაღლილი მკითხველისთვის ის ნამდვილად აღმოჩნდება უცხო კუნძული, სადაც შეძლებს მარადიულ თემებზე ჩაფიქრდეს და საკუთარი სულის სიღრმეებშიც იმოგზაუროს.
***
ცივილიზაციისგან გარიყული, მაღალი მთის ფერდობზე გაშენებული სალსავა, მარადიულ ნისლშია გახვეული. ერთი შეხედვით იფიქრებ, რომ...
ნიკოლოზ ნორიელი
ნიკოლოზ ნორიელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც პოეტი. ის პოეზიაში ოთხი პოეტური კრებულის ავტორია. მისი პირველი წიგნი გამოიცა მაშინ, როცა ცხრამეტი წლის იყო. აჟამად ოცდაექვსი წლის ასაკში ემზადება სადებიუტო რომანის გამოსაცემად. "სალსავა - ქალაქი ორი ადამიანით" არის წიგნი, რომლის წერასაც ორ წელზე მეტი დრო დაუთმო.