მახასიათებლები
- სათაური: საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი ბაქრაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 26
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 8247
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
შემდეგი დრო მითრიდატე დიდის სიკვდილამდე;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
შემდეგი დრო მითრიდატე დიდის სიკვდილამდე
თითოეულის ტომის აღორძინების ისტორიაში შეინიშნება შემდეგი ღირს-საცნობელი ფაქტი. როდესაც ის სიყრმის მდგომარეობიდან გამოდის, ვიდრე საზოგადოებად დაემყარებოდეს, ის ჯერ ოჯახ-ოჯახად არის დაგლეჯილი. აქ უფროსი სახლის წევრია იმისის საქმეების გამგე, იმისი მცველი, იმისი მბრძანებელი. დროის განმავლობაში ის იკრიფება, ერთდება. იმისი მოქალაქობის ფორმები წარმატებაში შედის. მთელის ერის თავად აღმოჩნდება საზოგადოებისაგან აღმორჩეული უხუცესი პირი. ის არის მთელის ტომის მსაჯული, მღვდელთ-მოძღვარი, მხედართ უფროსი. ის თავის მოვალეობას ასრულებს ერის უხუცესთა შემწეობით და რჩევით. ის ამ მოხელეობას გარეთ არა რაით არ განსხვავდება ხალხში. ის თავის მოვალეობას თავის შემდეგ გადასცემს სხვა უცხო პირს უხუცესთაგანვე. დრო გადის. ხალხი მრავლდება. იმისი შინაური და გარეული დამოკიდებულება იცვლება. სხვა და სხვა გვარნი ხელობანი, რომელნიც უწინ ერთ ხელში იყვნენ შეერთებულნი, ახლა დაიყოფებიან რამდენსამე გაცალკევების შტოებად. უმთავრესი მოხელე პირი გადაიქცევა მეფედ. იმის სახლში მყარდება მემკვიდრეობა. იმის მბრძანებლობას ექვემდებარება მთელი ტომი. დაწესდება სხვა და სხვა უწყება: სამოქალაქო განმგეობა, მხედართ-მთავრობა, მსაჯულთ წეს-დება, სამღვდელოთ-წყობა. ასეა უძველესის დროდამ; ასე ვხედავთ ყველგან: სპარსეთში, რომში, საბერძნეთში, ურიასტანში, თვით საქართველოში. ქართველთ ტომის პირველს სამოქალაქო ფორმაზე ჩვენ არა ვიცით რა. ქართლის-ცხოვრება იმას არ შეეხება; ის უჩვენებს მხოლოდ მეორეს ფორმის დროებას და შემდეგ მესამეს ფორმის დროებას. ჩვენის აზრით, თუ ამაში შემცდარნი არ ვართ, როდესაც ჩვენნი წინაპარნი კავკაზიის მხარეში დასახლებულან, მაშინ ისინი მეორე ეპოქის სამოქალაქო რიგზე მდგარან.
ქართლის-ცხოვრების თქმულებით, საქართველოში მეფობა დამყარებულა მეორე საუკუნის დამდეგ ქრისტეს წინად. ის აქ პირველ მეფედ მოიხსენებს ფარნაოზს, შთამომავლობით ქართლოსიდს, რომელსაც უმეფნია 302 წლიდან 237 წლამდე... რომ ამ დროს საქართველოს სამეფო წესისთვის მომზადებული...