მახასიათებლები
- სათაური: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ივანე ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 8
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1020
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ივანე ჯავახიშვილი - დემოგრაფიული პროცესები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთ-საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
რუსეთის მთავრობისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობისთანავე რუსთ ხელმწიფის წარმომადგენელნი, ერთის მხრით - სომეხ მოხელეთა დაწინაურებით, მეორეს მხრით, რუს ნასალდათართა დასახლებით ქართველთა მოსახლეობის ინტერესების შელახვასა და მიწა-წყლის ეთნოგრაფიულად აჭრელებით ქართველთა მოსალოდნელი პოლიტიკური მოძრაობისაგან უზრუნველყოფას ცდილობდენ. სომხები მათ აპოლიტიკურ ხალხად ჰყავდათ მიჩნეული და, ამასთანავე, თავიანთ ერთგულად სთვლიდენ. უკვე 1828 წლითგან მოყოლებული, როდესაც ქართველ მაჰმადიანებით დასახლებული სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი და პალაკაციო რუსეთმა ოსმალეთს წაართვა[1] და მცხოვრებნი ისეთ სულიერ განწყობილებაში ჩააგდო, რომ ქართველ-მაჰმადიანებმა თავიანთი მამაპაპეული სამშობლოთგან აყრა და ოსმალეთში გადასახლება ირჩიეს[2], გრაფმა პასკევიჩმა ქართველებს ლიხთიმერეთითგან იქ გადასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთითგან გადმოსულ სომეხთაგან 30000 მცხოვრები ჩაასახლა[3]. ამ ხელოვნური საშუალებით მესხეთში, სადაც 1828 წლამდე ქართველთა მოსახლეობა 95% აღემატებოდა, 1832 წ. უკვე რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობად სომხები იქცენ.
მე-XIX ს. სამოციან წლებითგან მოყოლებული რუსეთი[ს] პოლიტიკური წრეები უკვე ყოველგვარ ღო[ნ]ისძიებას ხმარობდენ, რომ ამიერკავკასია...
ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი (11.04.1876-18.11.1940) - დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს საისტორიო სკოლის ფუძემდებელი, ავტორი "ქართველი ერის ისტორიისა."