მახასიათებლები
- სათაური: სგანარელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოლიერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1871
- ენა: ქართული
- გვერდები: 36
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2117
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მოქმედი პირები
- სცენა I
- სცენა II
- სცენა III
- სცენა IV
- სცენა V
- სცენა VI
- სცენა VII
- სცენა VIII
- სცენა IX
- სცენა X
- სცენა XI
- სცენა XII
- სცენა XIII
- სცენა XIV
- სცენა XV
- სცენა XVI
- სცენა XVII
- სცენა XVIII
- სცენა XIX
- სცენა XX
- სცენა XXI
- სცენა XXII
- სცენა XXIII
- სცენა XXIV
გადაფურცვლა
მოქმედი პირები:
გორგიბა, პარიზის მოქალაქე;
ცელია, მისი ქალიშვილი;
ლელი, ცელიას შეყვარებული;
რენე, ლელის მსახური;
სგანარელი, პარიზის მოქალაქე და ერთი შეხედვით რქადადგმული ქმარი;
სგანარელის ცოლი;
ვილბროკენი, ვალერის მამა;
ცელიას მოახლე;
ნათესავი.
მოქმედება: საჯარო თავშეყრის ადგილი პარიზში.
სცენა I
გორგიბა, ცელია, ცელიას მოახლე
ცელია (მოდის ტირილით, მამა თან მოსდევს): აჰ! ნუ იფიქრებთ, რომ ჩემი გული ოდესმე მაგას დაეთანხმება.
გორგიბა: რას ბოდავ მანდ, შე პატარა თავხედო? ხელი გინდა შემიშალო ჩემი გადაწყვეტილების ასრულებაში? ნუთუ სრული უფლება არ მაქვს შენზე?! სულელური მიზეზით გინდა, რომ შენმა ტვინმა მამის კეთილგონიერება გადალახოს? ჩვენ ორს შორის ვის აქვს ბრძანების უფლება? და შენი აზრით, ვის უკეთ შეუძლია შენთვის სასიკეთოს რჩევა? მისმინე, ფრთხილად იყავი და მეტად არ გამაღიზიანო, თორემ ჩემს მარჯვენა ხელს ისევ ის ღონე აქვს თუ არა, ადვილად შეიტყობ. შენი საქმე ის არის, ბუტია ქალბატონო, პრანჭვის გარეშე გაყვე იმას, ვისზეც გათხოვებენ. მე ჯერ არ ვიცი, რა ხასიათისა არისო, - ამა ბრძანებ და ის გსურს იცოდე, მოგეწონება თუ არა? მე კი ის შევიტყე, რომ დიდი მამული დარჩენია. სხვა რაღა უნდა მაინტერესებდეს? ექვსი ათასი თუმანი ნაღდი ფული აქვს, რა უნდა გააჩნდეს ამაზე მეტი, რომ შენი სიყვარული დაიმსახუროს? გაჩუმდი! რაც არ უნდა იყოს, ამისთანა თანხით ისეთი საქმროა, რომ უკეთესს ვერც ინატრებ!
ცელია: აჰ! ოჰ!
გორგიბა: ეგ რას ნიშნავს? ხედავთ, როგორ ოხრავს? თუ გავბრაზდი, მე გამღერებ ოჰს მშვენივრად. აი, შედეგი იმისა, დღე და ღამე რომანების კითხვაში რომ ხარ. თავი ყველა სახის სისულელით გაქვს გამოტენილი და ლელი ღმერთზე ხშირად გახსენდება. ცეცხლშია მოსასროლი ეგ წყეული წიგნები, რომლებიც ამდენ ახალგაზრდას უმღვრევენ გონებას. მაგ ჩმახს სჯობს პიბრაკის ლექსები და მატიეს ტაბლეტის მოძღვრება წაიკითხო. ყოვლად სანიმუშო თხზულებაა, მშვენიერი პოეზიით აღსავსე. ამ წიგნებით სწავლობენ...