მახასიათებლები
- სათაური: შაგრენის ტყავი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ონორე დე ბალზაკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 128
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2361
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
I თილისმა;
II უგულო ქალი;
III სულთმობრძაობა;
ეპილოგი;
გადაფურცვლა
ონორე დე ბალზაკი - შაგრენის ტყავი
Honore de Balzac - La Peau de chagrin.
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის გერონტი ქიქოძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I თილისმა
II უგულო ქალი
III სულთმობრძაობა
ეპილოგი
(ფილოსოფიური ეტიუდი)
I თილისმა
ბატონ სავარის, მეცნიერებათა აკადემიის წევრს
1829 წლის ოქტომბრის მიწურულში ერთი ახალგაზრდა კაცი პალე როიალში შევიდა სწორედ იმ დროს, როცა სამორინეები იღება, თანახმად კანონისა, რომელიც მფარველობს ამ არსებითად დასაბეგრავ ადამიანურ გატაცებას. მან თითქმის უყოყმანოდ აიარა იმ სამორინეს კიბე, რომელიც 36 ნომრით იყო აღნიშნული.
- ბატონო, თქვენი ქუდი მიბოძეთ, - დაუძახა მას მკვახე ხმით პატარა ტანის ფერმკრთალმა ბერიკაცმა, რომელიც ბნელ კუთხეში იჯდა მოაჯირის იქით და უცებ წამოდგა, რათა თავისი უჯიშო სახე გამოეჩინა.
როცა სამორინეში შედიხართ, კანონი, უწინარეს ყოვლისა, თქვენს ქუდს გართმევს. რა არის ეს? სახარების და განგების იგავი? თუ ეს საშუალებაა ჯოჯოხეთური ხელშეკრულების დადებისა, რომელიც თქვენგან ერთგვარ საწინდარს მოითხოვს? ან, შეიძლება, ქუდი იმისათვის უნდა მოიხადოთ, რომ მოკრძალებით მოეპყროთ იმათ, ვინც ფულს მოგიგებთ? ან, შეიძლება, პოლიციას, რომელიც საზოგადოების ყველა ხვრელში მიძვრება, სურს თქვენი მექუდის ან თქვენი საკუთარი სახელი გაიგოს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იგი წააწერეთ სარჩულზე? ბოლოს ისიც შეიძლება, რომ...