მახასიათებლები
- სათაური: შემეცნების ფილოსოფია და თეორია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ შესტოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 32
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3330
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- შემეცნების თეორია, როგორც აპოლოგეტიკა
- ჭეშმარიტება და სარგებელი
- ფილოსოფოსები და მოძღვრები
- ჭეშმარიტება, როგორც სოციალური სუბსტანცია
- სწავლება და დასკვნები
- დასაბუთებული და დაუსაბუთებელი ჭეშმარიტებები
- სინამდვილის საზღვრები
- მოცემული და შესაძლებელი
- გამოცდილება და მტკიცებულებები
- შექმნის მეშვიდე დღე
- რას გვასწავლის ფილოსოფიის ისტორია?
- მეცნიერება და მეტაფიზიკა
- მდუმარე წინაპირობაპირველები და უკანასკნელები;
-
- შენიშვნები;
-
-
გადაფურცვლა
შემეცნების თეორია, როგორც აპოლოგეტიკა
თუმცა შემეცნების თანამედროვე თეორია შეგნებულად იღებს დასაბამს კანტიდან, მან მრავალ რამეში გადაუხვია მოძღვრის მცნებებს. უცნაურია: გნოსეოლოგებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ყველაფერზე უჭირთ ერთმანეთთან შეთანხმება, თითქოს პირი შეუკრავთ და შემეცნების თეორიის ამოცანა კანტისგან განსხვავებულად არ ესმით. კანტმა ჩვენი შემეცნებითი უნარის გადასინჯვა მოახდინა შემეცნების ახსნის მიზნით. ეს უკანასკნელი კი მას იმისთვის დასჭირდა, რომ ის საფუძვლები ჩამოეყალიბებინა, რომელთა გამოისობით არსებულთაგან ზოგი მეცნიერების აღიარებაა შესაძლებელი, სხვები კი უარყოფილ უნდა იქნან. არსებითად, თუ ასე გნებავთ, უპირატესად მეორე მიზნისათვის. იუმის სკეპტიციზმი მას მხოლოდ თეორიულად აწუხებდა. მან წინდაწინ იცოდა: როგორი თეორიაც არ უნდა მოეფიქრებინა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მეცნიერებებად დარჩებოდნენ, მეტაფიზიკა კი უარყოფილი იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის მიზანს არა მეცნიერების გამართლება წარმოადგენდა, არამედ მისი არსებობის შესაძლებლობის განმარტება, - ის სწორედ იქედან გამოდიოდა, რომ მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ეჭვს სერიოზულად ვერავინ შეიტანდა. ახლა საკითხი სხვაგვარად დგას. გნოსეოლოგია მთელ ძალისხმევას იქეთ მიმართავს, რომ მეცნიერული ცოდნა გაამართლოს. რისთვის? ნუთუ მეცნიერულ ცოდნას გამართლება სჭირდება? მართალია, არსებობენ ახირებული ადამიანები, ზოგჯერ გენიალურებიც კი, მსგავსნი ჩვენი ლევ ტოლსტოისა, რომლებიც თავს ესხმიან მეცნიერებას, მაგრამ მათი ეს თავდასხმები არავის აშფოთებს.
მეცნიერები უწინდებურად განაგრძობენ კვლევებს, უნივერსიტეტები ფუნქციონირებს, აღმოჩენები აღმოჩენებს მოსდევს. გნოსეოლოგები კი ღამეებს ათევენ და ისევ ახალ გამართლებას ეძებენ მეცნიერებისთვის. გავიმეორებ, იმ დროს, როდესაც თითქმის არც ერთ საკითხთან მიმართებით არ შეუძლიათ შეთანხმება, ამ საკითხში ერთსულოვნებით გვაოცებენ: ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ მეცნიერების გამართლება და განდიდება...
ლევ შესტოვი
ლევ შესტოვი (იეჰუდა ლეიბ შვარცმან) (31.01.1866-19.11.1938) - რუსი ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. დიდი გავლენა იქონია და პატივით სარგებლობდა კამიუს, ბერდიაევის, ისაია ბერლინის, ცეიტლინის მხრიდან.