მახასიათებლები
- სათაური: შემოსვლა და გასვლა
- ISBN კოდი:
- ავტორი: სემუელ ბეკეტი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1013
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სემეულ ბეკეტი - შემოსვლა და გასვლა
Samuel Beckett - Come and Go
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მოქმედი პირები:
ფლო
ვაი
რუ
(ასაკი განუსაზღვრელია)
ერთმანეთის გვერდით სხედან; თუ ზურგიდან შევხედავთ, მარჯვნიდან მარცხნივ ასეთი თანმიმდევრობაა: ფლო, ვაი და რუ. წელგამართულები, წინ იყურებიან, ხელებით მუხლებზე.
დუმილი.
ვაი. როდის შევიკრიბეთ უკანსკნელად სამივენი?
რუ. მოდი, ნუ ვისაუბრებთ.
(დუმილი. ვაი მარჯვნივ გადის. დუმილი)
ფლო. რუ.
რუ. დიახ.
ფლო. ვაი-ზე რას იტყვი?
რუ. ოდნავ თუ შეიცვალა. (ფლო ცენტრისკენ ინაცვლებს, ყურში უჩურჩულებს რუ-ს. შეძრულები) ოჰ! (ერთმანეთს უმზერენ. ფლო ტუჩზე მიიდებს თითს) ვერ ხვდება?
ფლო. ღმერთმა ნუ ქნას.
(შემოდის ვაი. ფლო და რუ იგივე პოზაში. ვაი მარჯვნივ ჯდება. დუმილი) ვისხდეთ ასე, როგორც მივეჩვიეთ, როგორც მისის ვეიდის სათამაშო მოედანზე.
რუ. მორზე. (დუმილი. ფლო გადის მარცხნივ. დუმილი) ვაი.
ვაი. დიახ.
რუ. ფლო-ზე რას იტყვი?
ვაი. თითქმის არ შეცვლილა. (რუ ცენტრისკენ ინაცვლებს. ყურში უჩურჩულებს ვაი-ს. შეძრულები) ოჰ! (ერთმანეთს უმზერენ. რუ ტუჩზე მიიდებს თითს) მისთვის არ უთქვამთ?
რუ. ღმერთმა დაგვიფაროს. (შემოდის ფლო. რუ და ვაი იგივე პოზაში. ფლო მარცხნივ ჯდება) ხელი ხელს ჩავკიდოთ... ასე.
ფლო. ოცნებით... სიყვარულზე.
(დუმილი....
სემუელ ბეკეტი
სემუელ ბარქლაი ბეკეტი (13.04.1906-22.12.1989) - ირლანდიელი დრამატურგი, ნოველისტი, თეატრის რეჟისორი და პოეტი. ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად. არის 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.