iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

შემთხვევითი სწავლების მეთოდი

ავტორი: თინათინ გობაძე

2023 წელი | გამომცემელი: ბეტა პრინტი

ქართული, მეთოდური, პედაგოგიკა

ფორმატები: pdf
578
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
3.0
(2 შეფასება)
ანოტაცია

წიგნი „შემთხვევითი სწავლების მეთოდი“ განკუთვნილია მშობლების, ბაღის აღმზრდელებისა და განათლების სფეროში ჩართული სხვა სპეციალისტებისთვის. წიგნში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ გამოიყენონ მშობლებმა და სპეციალისტებმა შემთხვევითი სწავლების მეთოდი ბავშვებთან მუშაობის დროს სხვადასხვა უნარ-ჩვევის გამომუშავებისთვის, განსაკუთრებით კი, ბუნებრივ გარემოში ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის. ასევე წიგნში მოცემულია ასისტირების ტექნიკები/მიმანიშნებლები, მიმანიშნებლის გამოყენების დროს ბავშვს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად გააკეთოს, თავად თქვას, რაც თავის მხრივ სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს და დამოუკიდებლობისკენ მიგვყავს ის. აღნიშნული სახელმძღვანელო მდიდარია პრაქტიკული მაგალითებითა და ილუსტრაციებით, რაც დაეხმარება მშობელს/აღმზრდელს ადვილად გადაიღოს და გამოსცადოს წიგნში მოცემული სტრატეგიები ბავშვთან მუშაობის დროს.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
თინათინ გობაძე
თინათინ გობაძე

წიგნის ავტორი თინათინ გობაძე არის სპეციალური განათლების მაგისტრი, აქვს ბავშვებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან მუშაობის გამოცდილება. მაგისტრატურას სწავლობდა თურქეთში, კერძოდ ესკიშეჰირში ანადოლუს უნივერსიტეტში, სპეციალური განათლების მიმართულებით 2017-2021 წლებში. 2023 წლიდან აჭარის განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების სპეციალისტად მუშაობს.