მახასიათებლები
- სათაური: შპენგლერიდან კაიზერლინგამდე
- ISBN კოდი:
- ავტორი: შალვა ნუცუბიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 834
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
შალვა ნუცუბიძე - შპენგლერიდან კაიზერლინგამდე
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
იდეოლოგიის ევოლუცია ომის შემდგომ გერმანიაში
I
სულიერი და კულტურული ვითარების საწვდომად არ გამოდგება თავისთავად აღებული არც ფილოსოფია, არც ხელოვნება, არც მეცნიერება. თითოეული მათგანის გაშლის და განვითარების აპარატურა, რაგინდ ღრმა არ უნდა იყოს მათი მიღწევები, იმ ზომად და იმ მხრივ ვერ უკუფენს მასიურ სულიერ მისწრაფებებს და განცდებს, როგორც ეს პუბლიცისტიკის და ფილოსოფიის სინთეზს ემარჯვება. ფილოსოფიის ელემენტები, რა თქმა უნდა ზეციური წარმოშობის არ არიან, მისი აგებულება იმავე სოციალ ანატომიით შეისწავლება, მაგრამ იმდენად რთულია მის დამოკიდებულებათა შუალობითი რკალი სოციალ დასაყრდენის მიმართ, რომ იგი კონკრეტ სოციალ აზროვნებაში ერთობ მაღალ ფენს მიეკუთვნება. ამიტომაცაა რომ ფილოსოფია, როგორც ასეთი, არ შეიცავს და ვერ შეიცავს იმას, რითაც კოლექტივის ე. წ. სულიერი ანუ გონებრივი მიდრეკილება ხასიათდება. არც ხელოვნებაა ფილოსოფიასთან შედარებით მაინცა და მაინც ხელსაყრელ პირობებში იმ მხრივ, თითქოს მას შეეძლოს იმ ნაკლის შევსება, რომელიც სოციალ ზრახვათა უკუფენაში ფილოსოფიას წინ ეღობება. საქმე იმაში კი არაა, რაზეა ლაპარაკი, რა შეადგენს ამა თუ იმ შემთხვევაში ესთეტიურ სახვის ფენომენს, არამედ იმაში თუ როგორია მხატვრული ინტუიციის გვარობა. ხელოვნების ეს ასახება სოციალი ვითარების არაა და მოვლენათა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც...
შალვა ნუცუბიძე
შალვა ნუცუბიძე (14.12.1888-06.01.1969) - ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი; ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი.