მახასიათებლები
- სათაური: შვიდთა ლაშქრობა თებეზე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ესქილე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 34
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1232
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მოქმედი პირნი
პროლოგი
პაროდოსი
პირველი ეპიზოდი
მეორე ეპიზოდი
მესამე ეპიზოდი
ექსოდოსი
შენიშვნები
გადაფურცვლა
ესქილე - შვიდთა ლაშქრობა თებეზე
Αἰσχύλος - Ἑπτὰ ἐπὶ Θήβας
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის
© გიგლა სარიშვილი
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მოქმედი პირნი
პროლოგი
პაროდოსი
პირველი ეპიზოდი
მეორე ეპიზოდი
მესამე ეპიზოდი
ექსოდოსი
შენიშვნები
მოქმედი პირნი
ეტეოკლე
მაცნე (მზვერავი)
თებელი გოგონების გუნდი (ქორო)
ისმენე
ანტიგონე
პროლოგი
ეტეოკლე
მოქალაქენო კადმოსისა[1], ჟამია ითქვას:
საქმე-ერთგულად ვინც დარაჯობს ქალაქის კიჩოს
და მესაჭეობს - არ უსვენებს მას ძილი თვალებს.
და თუ რაიმე ვიწაღმართეთ - ღვთის წყალობაა,
ხოლო თუ - არ კი აგვიხდეს და - ავბედს ვეწიეთ,
ეტეოკლეზე იღარღილებთ გაუთავებლად
ქალაქ და ქალაქ, ზრუნით, ვაი-უშველებელით
და გლოვის ზარით. იხსენება ზევსი მფარველად -
ამ ზედსახელით მოხედოსცა კადმოსელთ ქალაქს!
თქვენ კი ვალად გძევთ ყველას, ვინაც უკვე გამოსცდა
კვირტობის ასაკს, ვის ვაჟობის დაუდგა ხანი,
რომელ ნაყარსაც გაუმაგრდა ტანი სავსებით,
ყოველი, ვინც კი შესაფერის ასაკს ეწია -
ეშველოთ ქალაქს და მშობლიურ ადგილის ღმერთთა
საწესო ალაგთ, ააშოროთ თავლაფის დასხმა;
შვილებს, მეძუძურ დედამიწას, თქვენს ტკბილსა მზრდელსა,
ვინაც...