მახასიათებლები
- სათაური: სიამოვნების პრინციპს მიღმა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 39
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2508
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ზიგმუნდ ფროიდი - სიამოვნების პრინციპს მიღმა
Sigmund Freud - Jenseits des Lustprinzips
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
I
ფსიქოანალიტიკურ თეორიაში ჩვენ გაბედულად ვაკეთებთ იმ ვარაუდს, რომ ფსიქიურ პროცესთა მსვლელობა ავტომატურად რეგულირდება სიამოვნების პრინციპით, ანუ მიგვაჩნია, რომ მისი სტიმულირება ხდება უსიამოვნო დაძაბულობით, შემდეგ კი იღებს მიმართულებას, რაც თანხვდება დაძაბულობის შემცირებას ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უსიამოვნების გაუქმებასა და სიამოვნების მიღებას. თუკი იმ ფსიქიურ პროცესებს განვიხილავთ, რომლებსაც ასეთ მიმდინარეობასთან აქვთ კავშირი, ამით ჩვენს შრომაში ეკონომიკურ თვალსაზრისს შემოვიტანთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თეორია, რომელიც აქტუალური და დინამიური მომენტის გარდა ეკონომიურსაც ითვალისწინებს, ყველაზე სრულყოფილია მათ შორის, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, და მეტაფსიქოლოგიურის სახელს იმსახურებს.
ამასთან, ჩვენთვის სრულებით არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად მივუახლოვდით რაიმე განსაზღვრულ ფილოსოფიურ სისტემას და რამდენად დავუკავშირეთ ის სიამოვნების პრინციპს. ასეთ გონებაჭვრეტით დებულებებთან ჩვენ მივდივართ იმ ფაქტების აღწერისა და განმარტების გზით, რომლებსაც ყოველდღიურად ვაკვირდებით. პრიორიტეტი და ორიგინალობა არ წარმოდგენს ფსიქოანალიტიკური კვლევის მიზანს, ხოლო მოვლენები, რომლებსაც ეყრდნობა ეს პრინციპი, იმდენად ცხადია,...
ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი (დაბ. სიგიზმუნდ შლომო ფროიდი; 06.05.1856-23.09.1939) - ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.