მახასიათებლები
- სათაური: სიმღერა როლანდზე
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 95
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3160
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მეფე მარსილის თათბირი
კარლოსის თათბირი
განელონის ღალატი
როლანდი ზურგის რაზმის სარდალი
ოლივიე მტერს შენიშნავს
როლანდის სიამაყე
ბრძოლა ჩაღდება
საყვირის ძახილი
განადგურება
კარლოსის მოახლოვება
მღვდელმთავარის დალოცვა
შურისძიება
განელონის დასჯა
სიმღერის დასასრული
გადაფურცვლა
სარჩევი
მეფე მარსილის თათბირი
კარლოსის თათბირი
განელონის ღალატი
როლანდი ზურგის რაზმის სარდალი
ოლივიე მტერს შენიშნავს
როლანდის სიამაყე
ბრძოლა ჩაღდება
საყვირის ძახილი
განადგურება
კარლოსის მოახლოვება
მღვდელმთავარის დალოცვა
შურისძიება
განელონის დასჯა
სიმღერის დასასრული
მეფე მარსილის თათბირი
I
მეფე კარლოსმა, ჩვენი ქვეყნის დიდმა ხელმწიფემ,
ესპანეთს დაჰყო შვიდი წელი, ვიდრემდე სრულად
მან არ დაიპყრო ზღვისპირამდე მთიანი მიწა.
ვერც ერთმა კოშკმა ვერ გაუძლო მის ძლიერ მახვილს,
დაამხო ყველა გალავანი, ყველა ქალაქი,
გადარჩა მხოლოდ სარაგოსი, ნაშენი მთაზე.
ამ კუთხის მფლობელს, მეფე მარსილს, ღმერთი არ უყვარს,
იგი მუჰამედს თაყვანსა სცემს, აპოლონს უხმობს,
უბედურებას ამიტომ თავს ვერ აარიდებს.
II
მეფე მარსილი, გულმშფოთვარე, იყო სარაგოსს.
ის გასულიყო თალხ ჩრდილებით სავსე ბაღნარში,
და სუფთა, ცისფერ მარმარილოს პარმაღზე იწვა.
გარშემო იდგა ოციათას მხედარზე მეტი,
და მან მიმართა თავის მთავრებს, ერთგულ თავადებს:
„უბედურება, ბატონებო, კარს მოგვდგომია!
კარლოსი, დიდი საფრანგეთის მეფე, ბატონი,
მოსულა ჩვენში, ჩვენი ქვეყნის ასაოხრებლად.
მე არ მყავს ჯარი, რომ შევება და წინ აღვუდგე,
მე არ მყავს ხალხი, რომ გავფანტო მისი მხედრობა.
ვინცა ხართ ბრძენი, გთხოვთ მირჩიოთ, თუ რა ვიღონო,
ვით ვიხსნა თავი სამარცხვინო სიკვდილისაგან“.
ყველანი სდუმდნენ, არც ერთ წარმართს სიტყვა არ უთქვამს,
ვალ-ფონდის კოშკის მფლობელ მთავრის ბლანკანდრინის მეტს.
III
წარმართთა შორის ბლანკანდრინი უბრძნესი იყო,
თავისი მეფის ერთგულ მოყმედ მუდამ მიაჩნდათ.
შეეძლო ბატონს ბრძნული რჩევით დახმარებოდა.
მან უთხრა მეფეს: „მბრძანებელო, ნუ შეშინდებით,
აცნობეთ...