მახასიათებლები
- სათაური: სკამები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ეჟენ იონესკო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 35
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3180
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მოქმედი პირნი;
სკამები;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
მოქმედი პირნი
სკამები
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
Philos© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge
ეჟენ იონესკო - სკამები.
მოქმედი პირნი
ბერიკაცი, 85 წლისა;
დედაბერი, 84 წლისა;
ორატორი, 45-50 წლისა;
და სხვა პერსონაჟები...
(სცენა წარმოადგენს ცარიელ დარბაზს, რომლის წრიული კედლებიც სიღრმისკენ მიემართება. მარჯვნივ, ავანსცენის მხარეს, სამი კარია, შემდეგ ფანჯარა, რომლის წინაც ტაბურეტი დგას, ფანჯარას კიდევ ერთი კარი მოსდევს. სიღრმეში დიდი, ორსაგდულიანი მთავარი შემოსასვლელი კარია, აქეთ-იქით კი კიდევ ორი კარი. ამ ორიდან ერთ-ერთი კარი მაყურებლისთვის დაფარულია, ეს დამოკიდებულია იმაზე, დარბაზის რომელ მხარეს ზის ის. სცენის მარცხნივაც, ავანსცენის მხარეს, კიდევ სამი კარი და ერთი ფანჯარაა, რომლის წინაც აგრეთვე ტაბურეტი დგას. ეს ფანჯარა, მარჯვენა მხარეს რომ ტაბურეტიანი ფანჯარაა, იმის პირდაპირაა. მერე ესტრადაა, მერე შავი დაფა. ავანსცენაზე ერთმანეთის გვერდით ორი სკამი დგას. ჭერზე გაზის ლამპა ჰკიდია.
ფარდის ახდისას ნახევრად ბნელა. ტაბურეტზე ბერიკაცი ამძვრალა და მარცხენა ფანჯარაზე გადაყუდებულა. დედაბერი გაზის ლამპას ანთებს. მწვანე სინათლე. დედაბერი ბერიკაცს სახელოზე ექაჩება).
დედაბერი - კარგი ერთი, ჩემო სულიკო, დახურე ფანჯარა, აყროლებული სუნი და კოღოები შემოდიან.
ბერიკაცი - დამანებე თავი!
დედაბერი - კარგი, კარგი, გენაცვალე, მოდი, დაჯექი, ძალიან ნუ გადაიწევი, ემანდ წყალში არ ჩავარდე. არ გახსოვს, ფრანსუა პირველს...