მახასიათებლები
- სათაური: სონეტები
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიქელანჯელო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 8
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2889
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
***
მარმარის ნატეხს – გამომზირალს ცივად და მკაცრად –
რად დაემგზავრა, მშვენიერო, ხვედრი კეთილი? –
და წარმავლობას – უკვდავებად გამოკვეთილი
ქმნილება ებრძვის შემოქმედის ჯუფთად და ნაცვლად.
შედეგი რჩება სრულქმნილებად, მიზეზი – ნაცრად,
და ხელოვნება ბუნებაზე – მსახვრალ ბედივით
იმარჯვებს თითქოს, რათა ჟამი მიწყივ მედინი
ქვის ქმნილებაში ჩაამკვიდროს, ჩადოს და ჩაწნას.
ასე, საჭრეთელს შეუძლია სულ სხვა მისნობა,
რომ ჩვენს სიცოცხლეს მიანიჭოს მარადისობა;
და როს სხეული ხრწნადობისთვის შეემზადება,
შენ, ქვადქცეული, გააგრძელებ დროში მგზავრობას
და ქმნილებაში ჩაძერწილი შენი ხატება
ჩვენს სიყვარულზე მოუყვება შთამომავლობას.
***
მძიმეა ხვედრი ტყვექმნილისა, სულისთვის – ორწილ...
და რაკი სულმა დაითმინა ხორცის ტყვეობა,
გახარებს სათნო ანგელოსის მეურვეობა –
ზეიმ და ზეიმ, თავო ჩემო, ქორწილ და ქორწილ.
სიბნელე სულით დაიძლევა, სინათლე – ხორცით
და სწორედ ამად, – სინათლესთან რომ არ მეომა, –
შენ შეგავედრე ზენაარის კეთილმძლეობა –
ტკივილ და ტკივილ, სულო ჩემო, ბორძიკ და ბორძიკ.
ვიცი, წახვალ და, სხივმოსილი, თანვე წამიტან,
მეც შენთან ერთად გავურბივარ დასაბამიდან
ხორციელების ქედმაღლობას, სიცილს და ქირქილს.
შენა ხარ სიბრძნე განგებისი, ნიჭი გრძნეული,
მშვენიერების გაცხადება ქვეშეცნეული, –
და შენგნით ვისთვლით მსოფლიონი სამყაროს გვირგვინს...
***
ვიხილე ხილვა – შემოსილი ციური მადლით:
უცხო ნათელი მომეახლა ისე მეფურად,
ისე ლაღად და უზრუნველად, – მეც უნებურად
აღმევსო სული ზენაარის შუქით და ნათლით.
ასეა – ჩვენს ხატს დღენიადაგ უფალთან ვადრით
და ღვთიურ ნათელს ვანაწილებთ სხივთა კრებულად,
ვიდრე მოგვიჯრის ბედისწერა კვლავინდებურად
საფლავის მიწას მესაფლავის მტკავლით თუ ადლით.
ჩაიფერფლება შარავანდი,...
მიქელანჯელო
მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (მარტი, 1475-18.02.1564) - აღორძინების ეპოქის იტალიელი სკულპტორი, ფერმწერი, არქიტექტორი, პოეტი და ინჟინერი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა დასავლეთის ხელოვნების განვითარებაზე.