ანტიკური რომის შესახებ შექმნილ რომანთაგან "სპარტაკი" უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი საკითხავია. მასში მოთხრობილია მონათა აჯანყების ამბავი სპარტაკის, თავადაც მონადყოფილის მეთაურობით, რომელიც მთელ თავის სიცოცხლესა და ძალებს თავისუფლებისთვის ბრძოლას უძღვნის. ეს არის რომანი ამაღლებული და დრამატული სიყვარულის, მეგობრობისა და ღალატის, გამარჯვების სიხარულისა და მარცხის სიმწარის შესახებ.
რაფელო ჯიოვანოლი (13.05.1838-15.07.1915) - იტალიელი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი. არის ათამდე ისტორიული რომანის ავტორი.