მახასიათებლები
- სათაური: სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ შელინგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1338
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი;
განმარტებები;
გადაფურცვლა
ფრიდრიხ შელინგი - სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი
Friedrich Schelling - Spinoza, Leibniz, Wolf
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ფეიქრიშვილს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი
განმარტებები
როცა ნათლად წარმოვიდგენთ დეკარტისეულ სისტემას მისი ჭეშმარიტი რაობისდა მიხედვით, იგი მოგვანატრებს უფრო კარგ, უფრო მშვენიერ, უფრო დამამშვიდებელ ფორმას, რომელსაც მაშინვე აღმოვაჩენთ სპინოზიზმის სახით.
სპინოზა, რომელიც დაიბადა 1632 წელს ამსტერდამში, შეიძლება მივიჩნიოთ დეკარტის მოსწავლედ და უშუალო მიმდევრად. მაგრამ, სანამ საკუთარ სისტემას ჩამოაყალიბებდა, მან უკვე იმ მიმართულებით ანუ იმ განზრახვით გადაამუშავა დეკარტისეული სისტემა, რომ მისთვის ნამდვილად ობიექტური შინაგანი კავშირი მიეცა. გადამწყვეტი ნაბიჯი მისი საკუთარი სისტემისკენ გადაიდგა მაშინ, როცა მან თავისთავად პირველი ერთადერთ ამოსავალ წერტილად აღიარა, მაგრამ განხილვის სფეროში შემოიტანა მხოლოდ ის, რაც აუცილებლობით შეიმეცნებოდა, სახელდობრ, აუცილებელი არსებობა. დეკარტისეული ცნებიდან, სადაც ღმერთი მაინც კიდევ მეტი იყო აუცილებლად არსებულ არსებაზე, სპინოზამ არაფერი არ დაიტოვა გარდა სწორედ ამ განსაზღვრულობისა; ღმერთი მისთვის მხოლოდ აუცილებლად არსებული არსება იყო; ყველა მოსაზრება, რაც დეკარტთან ამ ცნებას წინ უსწრებდა, მან მოიკვეთა და საქმე პირდაპირ სუბსტანციის ერთადერთი განსაზღვრით დაიწყო, რომელშიც მოიაზრებოდა...