წიგნი „სტატისტიკა იურისტებისათვის“ განკუთვნილია იურისტებისათვის, სამართლის სტუდენტებისათვის, მკვლევრებისათვის და ყველა იმ პირთათვის, ვისაც სამართლებრივ სფეროში მიმდინარე პროცესების რაოდენობრივი ანალიზი აინტერესებს. ნაშრომი მიზნად ისახავს სტატისტიკური აზროვნების განვითარებას სამართლებრივ პრაქტიკაში. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც საქმიანობაში საჭიროებენ არა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, არამედ მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და დასაბუთებული დასკვნების ფორმულირებას.
წიგნის ავტორია ეკატერინე გლოველი, ეკონომიკის დოქტორი, სპეციალობით სტატისტიკოსი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას აქვს სამართლის სფეროში, სახელმწიფო უწყების ანალიტიკურ მიმართულებაში, სტატისტიკოსად მუშაობის ოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.