მახასიათებლები
- სათაური: სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: სვენ ძძი
- გამომცემელი: ზურა
- გამოცემის თარიღი: 2000
- ენა: ქართული
- გვერდები: 32
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 361
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
- მოკლე წინასიტყვაობა
- I. გათვლანი
- II. საომრად დაძვრა
- III. შეტევის ოსტატობა
- IV. განლაგება
- V. ძალოვნება
- VI. ძლიერი და სუსტი ადგილები
- VII. ბრძოლა ომში
- VIII. ცვლილებანი
- IX. ლაშქრობა
- X. ბრძოლის ადგილი
- XI. ცხრანაირი ადგილი
- XII. შეტევა ცეცხლით
- XIII. ჯაშუშთა გამოყენება
- შენიშვნები
გადაფურცვლა
孙 子 兵 法
სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ
ВВК 68,49 (К5)
УДК 355/359 (540)
ს 914
ჩინურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო
ზურაბ მამნიაშვილმა
რედაქტორი: რუსუდან კოპალეიშვილი
მხატვრული გაფორმება: გოჩა გელაშვილისა
© ზ. მამნიაშვილი, 2000 წ.
1. მოკლე წინასიტყვაობა 前言
წიგნი „სვენ ძძის სამხედრო ხელოვნების შესახებ“ დაწერილია ძველი ჩინელი სახელოვანი მხედართმთავრის სვენ უს მიერ, რომელსაც ჩინელმა ხალხმა ღრმა პატივისცემის ნიშნად სვენ ძძი (დიდი სვენი) უწოდა, აქედანვე წარმოსდგა ამ წიგნის სახელწოდებაც, რომელიც თაობებიდან თაობებს გადაეცემოდა.
მართალია, სვენ ძძის დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია, მაგრამ სსი მაციენის „ისტორიულ ჩანაწერებში“ ნახსენებია, რომ სვენ უ, წარმოშობით ცის სამეფოდან, სამხედრო ხელოვნების თაობაზე ეწვია უს მეფეს ხე ლლუის, რომელმაც უთხრა: თქვენი წიგნის ცამეტივე თავი გულდასმით წავიკითხეთო. სხვა ისტორიული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ ხე ლლუიმ სათანადოდ შეაფასა რა სვენ ძძის ნიჭი, იგი თავისი ჯარის მხედართმთავრად დანიშნა. ამის შემდეგ უს ჯარმა ძვ.წ.აღ. 506-484 წ-მდე პერიოდში მძიმე დამაცხება აგემა ჩუს*, ვეს, ბოლოს კი, ცის; სამეფოსაც და ცდილობდა ჰეგემონის როლის დამკვიდრებას მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ამგვარად, ამ ბრძოლათა თარიღებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ სვენ ძძი, ქუნგ ძძის (კონფუცის) თანამედროვე უნდა ყოფილიყო, ე.ი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩვენციუს ისტორიული პერიოდის ბოლოს, ანუ ძვ.წ.აღ. VI-V საუკუნეების მიჯნაზე, მისმა წიგნმაც ამ დროიდან დაიწყო გავრცელება.
სუენ ძის წიგნში შეჯამებულია ჩვენციუს პერიოდის ჩინელთა საომარი გამოცდლება და გახსნილია ომის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კანონი. იგი დაწერილია უაღრესად ლაკონური და ამასთან ხატოვანი ენით, მაგრამ მის უმთავრეს ღირსებას, რა თქმა უნდა, ეს არ წარმოადგენს. სვენ ძძი ისეთნაირად წარმოაჩენს ომის...
სვენ ძძი
ძველი ისტორიული წყაროების და სვენ ძძის მიერ ჩატარებულ ბრძოლათა თარიღებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ სვენ ძძი კონფუცის თანამედროვე უნდა ყოფილიყო, ე.ი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩვენციუს ისტორიული პერიოდის ბოლოს, ანუ ძვ.წ.აღ. VI-V საუკუნეების მიჯნაზე, მისმა წიგნმაც ამ დროიდან დაიწყო გავრცელება.