მახასიათებლები
- სათაური: თამარიანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჩახრუხაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3196
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
ქება მეფისა თამარისი.
შესავალი
1. 1. მო, ფილოსოფნო, სიტყვითა არსნო,
თამარს ვაქებდეთ გულისდმიერსა!
2. დიონოსითგან, ვით ენოსითგან.
სრულნი ქებანი ამძლეთ ძლიერსა!
3. სოგრატ სიბრძნითა, სარამა გრძნითა.
ვიყვნეთ, ვერა ვიქმთ საწადიერსა;
4. უმიროს, პლატონ სიტყვა დამატონ,
თვით ვერა მიჰხვდენ შესატყვიერსა.
2. 5. არისტოტელო, ბრძენთა ტომელო,
თუ არა შესძლებ ენა-ძლიერსა,
6. ათინას თქმულა, სიღრმით დანთქმულა:
ვერავინ სრულ-ჰყოფს მას მეცნიერსა.
7. გულისდმის-ყოფად, გონება-ყოფად.
მისთანისათვის მაძებნიერსა;
8. ვინ გული ესე სიბრძნითა სთესე,
ანუ ვის ძალ-უძს შენგან მიერსა?
3. 9. დელ-ვჰყოფ კადრებად, ქებად დარებად,
მჭვრეტთა ვაუწყო გონებიერსა:
10. ღაწვი მწყაზარი - ა, მულღაზარი,
უგავს ელობა კრონოს ციერსა.
11. ნაელვებითა, მზისა ვნებითა.
ცისკროვნად ვხედავ შუქ-მოსიერსა.
12. აჰა, მზიანად, მიზეზიანად.
მთვარესა გაჰდდი უნათლიერსა.
I.
4. 1. ვინ ჩნდა ეგმისად, მსგავსად აწ მისად.
წინასწარ მთქმელი მისთა მთქმებულად.
2. თუ ვერვინ გნახის, მით ივაგლახის,
შეიქმნებოდის განცვიფრებულად;
3. ვერ მრავლებისა გატევრებისა,
თამარ, შენ გიცნობ განცხადებულად!
4. ჩვენ ვთქვათ:
ეს რად ჰგავ? - ზეციერად ჰგავ.
შვიდთა მნათობთა დაშვენებულად .
5. 5. მოუბარისა მის მდუღარისა.
დილარგეთისგან აღშფოთებულად.
6. ბროლისა ველსა, თვალ-უწდომელსა,
ინდონი ეყვნეს დამონებულად.
7. შუქნი კრთებიან, ემუქფებიან,
ზუალ იჩინებს დაქადებულად.
8. გულისა ნებო, მზეო, ინებო,
თამარ ჩანს შენად რუსხა მკლებულად.
6. 9. თუ მოვანება გწადდეს, თუ ნება,
ვისგან უფრო აქვს დამეტებულად,
10. ვის ძოწეული, ვარდ-გაწეული.
ღაწვი უმწყაზრობს განბრწყინვებულად,
11. ვინ ჩნდეს სამყაროს, ალვა აყაროს,
ან თამარ ჩნდების განმთავრებულად,
12. მეშურნეობდეს,...