წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების ერთგვარ ქვაკუთხედს. მის ერთგვარ შესავალს წარმოადგენს რუდოლფ შტაინერის წიგნი „ჭეშმარიტება და მეცნიერება“, რომლის გაცნობაც კარგი იქნება ანთროპოსოფიითა და თავისუფლების საკითხით დაინტერესებულთა ფართო წრისთვის. „ჩვენი ცხოვრება ყალიბდება თავისუფალი და არათავისუფალი ქცევებისგან. მაგრამ ჩვენ ბოლომდე არ შეგვიძლია გავიაზროთ ცნება ადამიანისა, თუ არ მივეახლებით თავისუფალ სულს, როგორც ადამიანური ბუნების უწმინდეს გამოხატულებას. ჩვენ ჭეშმარიტად ადამიანები ვართ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თავისუფალნი ვართ.“ - რუდოლფ შტაინერი
რუდოლფ შტაინერი (გერმ. Rudolf Steiner; დ. 25 თებერვალი ან 27 თებერვალი, 1861, - 30 მარტი, 1925) - ავსტრიელი ფილოსოფოსი, პედაგოგი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი, ეზოტერიკოსი. ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების ფუძემდებელი.