მახასიათებლები
- სათაური: თეთრი საყელო
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 201
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2837
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
თავი პირველი
თავი მეორე
თავი მესამე
თავი მეოთხე
თავი მეხუთე
თავი მეექვსე
თავი მეშვიდე
თავი მერვე
თავი მეცხრე
თავი მეათე
თავი მეთერთმეტე
თავი მეთორმეტე
თავი მეცამეტე
თავი მეთოთხემეტე
ვუძღვნი ლიუბას - სიყვარულას - ჩემს მეუღლეს, მეგობარს, ადამიანს, დედას.
თავი პირველი
„საქართველოს სპილენძი აღარა აქვს, - ვთქვი და გადავწყვიტე: - უნდა ვიპოვნო”.
ვიცოდი, რომ ალაზნის სათავეებში - მაღალი ბორბალოს ნაოჭებსა და კალთებში - დაგროვილია ყვითელი ჯავარი, რომელიც უთვალავ საუკუნეთა განმავლობაში მზის ნახვას და გადადნობას ელოდებოდა. გადავწყვიტე და ორი დღის შემდეგ კახეთი გადავჭერი.
- საით მივდივართ, ძმობილო? - ვკითხე ჩემს მეგზურს.
- იქით, შენი ჭირიმე მე. - მიპასუხა ახმეტელმა ნაჩაფრალმა და ჩრდილოეთისკენ გაიშვირა გაქონილი თითი.
ცხენები დავძარით და პირი კავკასიონის თეთრი ნაბდებისკენ ვიბრუნეთ.
შავი ტყით მობურულ შახვეტილას, გომბორს და ნაქერალას კახეთის გაშლილი კალთები კბილებით და კლანჭებით ჩაუბღუჯავთ.
ცხადი გათავდა და ლეგენდა დაიწყო: ჩვენი ლაშქარი პირუკუღმა დაჭედილი ბედაურებით, აგერ ის ბახტრიონი რომ გამოჰგლიჯეს შაჰინ-შაჰს ამგვარი ხერხით.
მაძღარი თუშები, თავიანთი ნასუქი ყოჩებივით რომ გაფუვებულან. ვაჟა-ფშაველები, გაპოხილი მიწის საძებნელად არაგვიდან ალაზნისკენ რომ გადმოულაჯიათ. ტანით და სულით ასვეტილი ქისტები, რუს-კაზაკებს რომ პირაქეთ გადმოუყრიათ. დღესაც აბჯარ-დაშნა-ჩაფხუტით შეჭედილი ხევსურები, ჯერჯერობით ჯაჭვის ხანაში რომ დაბორიალებენ, და თვალცეცია, გრძელ-ჯუბა ჯაყოები, ჯავიდან რომ ჯავარიანი პანკისის უბეში შეხიზნულან.
აქ ყველანი და ყოველივე ზღაპრისა და ლეგენდის ბადით შეხავსულა: დიდი ბუჩქის ძირში ბუნდოვანი მითი ჰფუსფუსებს, პიტალო კლდეზე რაინდული არაკია გაკრული, ხოლო გარანდულ ხეებსა და გალიპულ...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.