მახასიათებლები
- სათაური: თეზევსი და რომულუსი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლუტარქე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 50
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2074
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
თეზევსი;
რომულუსი;
თეზევსისა და რომულუსის შეთანასწორება;
კომენტარები;
გადაფურცვლა
პლუტარქე - თეზევსი და რომულუსი
Πλούταρχος - Θησέας και Ῥώμυλος
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის აკაკი ურუშაძეს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
თეზევსი
რომულუსი
თეზევსისა და რომულუსის შეთანასწორება
კომენტარები
თეზევსი
1. გეოგრაფიულ თხზულებებში, ჩემო სოსიუს სენეციონო[1], ისტორიკოსები იმ ქვეყნებს, რომელთა თაობაზე მათი ცოდნა ფრიად შეზღუდულია, რუკის კიდეებზე გაიტანენ ხოლმე და ზოგიერთ მათგანს ასეთ მინაწერს უკეთებენ: „ამ მხარეთა მიღმა უწყლობით გადახრუკული და მძვინვარე ნადირ-მხეცებით სავსე უდაბნოაო“, ან „გაუვალი ჭაობებიო“, ან - „სუსხიანი სკვითიაო“, ან კიდევ - „ყინულოვანი ზღვაო“. ასევე მეც, ჩემს პარალელურ ცხოვრებათა აღწერილობაში, უტყუარი ამბებისა და ისტორიისათვის ხელმისაწვდომი ეპოქის მიმოხილვის შემდეგ, უფრო ადრინდელ ხანაზე სრულიად თამამად შემეძლო მეთქვა, რომ „იქ ყველაფერი სასწაულებრივი და ზღაპრულია, პოეტებისა და მითოგრაფების წყაროა და ჭეშმარიტებისა არაფერი გააჩნია“. მიუხედავად ამისა, კანონმდებელ ლიკურგესა და მეფე ნუმას ცხოვრებათა გამოცემის შემდეგ ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა აღმეწერა ცხოვრება უძველესი რომულუსისა, რომლის მოღვაწეობის ხანას ამ ჩემი თხრობით მივუახლოვდი. თუმცაღა ასეთი საყოყმანო (ესქილეს სიტყვებს მოვიტან) კითხვა დამებადა:
ნეტავ ვინ შეძლებ შერკინებას ასეთ ვაჟკაცთან,
ვინ დავუყენო მას პირისპირ მისი ბადალი[2]?!
დიდხანს...